სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თანამშრომლები

ცენტრის თანამშრომლები

დავით მაისურაძე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კორპორაციული და კომერციული სამართლის ცენტრის დირექტორი. დავით მაისურაძეს 2009 წელს მიენიჭა კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტის მარტინ ლუთერ კინგის სახელობის სამართლის სკოლის სამართლის მაგისტრის ხარისხი (Master of Laws), ხოლო 2015 წელს მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის დოქტორის ხარისხი. დავით მაისურაძე 2010 წლიდან მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2012-2013 წლებში იყო იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი, 2014-2016 წლებში – „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ღია მიმართულების მმართველობის ხელმძღვანელი. დავით მაისურაძეს გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო სტატია. ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მისი ხელმძღვანელობით ახორციელებს ორ სამეცნიერო კვლევას, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო საწარმოების კორპორაციული მართვის სისტემასა და ინვესტიციების დაცულობის კერძო და საკანანონმდებლო სამართლებრივი მექანიზმების შედარებით ანალიზთან.

ბანერები