სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება მაგისტრატურაში

სამართლის სკოლის კერძო (ბიზნეს) სამართლის, საჯარო სამართლისა და პოლიტიკისა და სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამები 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის

ახალი ამბები

სამართლის სკოლის კერძო (ბიზნეს) სამართლის, საჯარო სამართლისა და პოლიტიკისა და სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამებზე (შემდგომში სამაგისტრო პროგრამები) სწავლის გაგრძელების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 14 აგვისტოდან 2017 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A404 აუდიტორიაში (მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 32).

1. მაგისტრანტობის კანდიდატმა რეგისტრაციისთვის უნდა წარმოადგინოს:

ა) განაცხადი (ივსება ადგილზე);
ბ) პირადობის მოწმობა და მისი ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
გ) 2017 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი. ასეთის არარსებობის შემთხვევაში – 2017 წლის სამაგისტრო საგამოცდო ბარათი და მისი ასლი;
დ) ორი ფოტოსურათი და ფოტოსურათების ელვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
ე) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა – შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი; უცხოეთში მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
თ) რეზიუმე (CV); 

2. შენიშვნა: საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში, მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს ნოტარიული წესით გაფორებული მინდობილობა.

3. შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ჩატარდება 2017 წლის 26 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით, დამატებითი ინფორმაცია კონკრეტული გამოცდის ჩატარების თარიღის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოცდის ჩატარებამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე.

4. შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები ჩატარდება შემდეგი წესით:

ა) კერძო ბიზნესსამართლის სამაგისტრო პროგრამა: კაზუსიესე, გასაუბრება (ინგლისური ენის კომპონენტით);
ბ) საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა:  კაზუსიესე, გასაუბრება, ინგლისური ენის გამოცდა  B2 დონე;
გ) სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა: კაზუსი, გასაუბრება, ინგლისური ენის გამოცდა  B2 დონე;

5. შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები ჩატარდება A405, A408, A409, C212; C401; C402; C403; C411; C413; C414; C207 აუდიტორიებში, კონკრეტული გამოცდების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე არაუგვიანეს 25 აგვისტოსი.

6. შიდასაუნივერსიტიტეტო გამოცდაში მაგისტრანტობის კანდიდატთა შეფასებები განთავსდეს, მხოლოდ სახელისა და გვარის მითითებით უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 2017 წლის 7 სექტემბერს.

7. მაგისტრანტობის კანდიდატთა საპრეტენზიო განაცხადები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის შედეგების შესახებ უნდა იქნეს წარდგენილი უნივერსიტეტის კანცელარიაში 2017 წლის 8, 11 და 12 სექტემბრს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (მის: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, უნივერსიტეტის კანცელარია).

8. საპრეტენზიო განაცხადების განხილვა და განმეორებითი გასაუბრება ჩატარდება 2017 წლის 13, 14 და 15 სექტემბერს.

9. 2017 წლის 18 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსდება მაგისტრანტობის კანდიდატთა შეფასებები და რეიტინგული სია აპელაციის შედეგების გათვალისწინებით.

10. მაგისტრანტობის კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ერთიანი სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულებება გაფორმდება 2017 წლის 19 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-იდან 18:00 საათამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A404 აუდიტორიაში (მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 32).

შენიშვნა:

კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე კაზუსი და ესე იქნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსიდან.

საჯარო სამართლის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე კაზუსი იქნება საქართველოს კონსტიტუციიდან.

ესე - გთხოვთ, მოამზადოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ, კერძოდ: მე-18-ე, 21-ე, 25-ე, 29-ე, 30-ე, 42-ე და 47-ე მუხლებში მოცემულ უფლებებთან მიმართებით.

სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე კაზუსი იქნება სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან.

ბანერები