საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღე

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი მაგისტრობის კანდიდატებისათვის 2018 წლის 15 მაისს საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/sciences2018

რა ინფორმაციას მიიღებთ საინფორმაციო შეხვედრაზე?

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის საინფორმაციო შეხვედრაზე თქვენ შეხვდებით სხვადასხვა სამაგისტრო პროგრამის წარმომადგენლებს და მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას:

  • რა პროგრამებზე ექნება მიღება 2018 წელს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტს;
  • როგორ უნდა დარეგისტრირდეთ ილიაუნის სამაგისტრო პროგრამებზე;
  • როგორ არჩევს ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი მაგისტრობის კანდიდატებს;
  • რას ისწავლით და ვინ გასწავლით თქვენ მიერ შერჩეულ სამაგისტრო პროგრამებზე;
  • რომელი გაცვლითი პროგრამებით შეგიძლიათ სარგებლობა სწავლის განმავლობაში.

შეხვედრის ბოლოს გექნებათ საშუალება, დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხი კომპეტენტური პირებისაგან.

დრო:

  • 15 მაისი, 15:00 საათი

ადგილი:  E207 აუდიტორია (მის.:  ქ.ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)

დასწრება თავისუფალია.

საკონტაქტო ინფორმაცია

032 2 22 00 09 (139)
sciences_engineering@iliauni.edu.ge

ბანერები