საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე 2020-2021 სასწავლო წელს ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები აპელაციისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გათვალისწინებით

ახალი ამბები

  • საკვები პროდუქტების მეცნიერება – სია;  
  • გამოყენებითი გენეტიკა  – სია;  
  • გამოყენებითი გენეტიკა (ინგლისურენოვანი) – სია;
  • სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებები (ეკოლოგია, ბიოფარმაცია,მოლეკულური ბიომეცნიერებები, ნეირომეცნიერებები) – სია; 
  • ბუნების დაცვა და მეტყევეობა (ყოფილი „სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამა“ (ბუნებათსარგებლობა (MSc)) – სია;  
  • დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები (გეოლოგია, გეოფიზიკა, გეოგრაფია და GIS ტექნოლოგიები) – სია;
  • ფიზიკა და ასტრონომია (ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკა და კოსმოლოგია, თეორიული ასტროფიზიკა, კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკა, ვარსკვლავთ და გარეგალაქტიკური ასტრონომია, მზის ფიზიკა, კოსმოლოგია, ატმოსფეროსა და იონოსფეროს ფიზიკა, ბიოფიზიკა) – სია.

ხელშეკრულების გაფორმება

მაგისტრანტობის კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს საერთო სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულება გაფორმდება:

ა) ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2020 წლის 18 და 19 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, S კორპუსის აუდიტორია 103-ში (მის.: გიორგი წერეთლის ქ. N3)
ბ). სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2020 წლის 21-22 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, S კორპუსის აუდიტორია 103-ში (მის.: გიორგი წერეთლის ქ. N3)

მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე სავალდებულოა წარმოდგენილი იქნეს რეგისტრაციის დროს მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი (დედანი) სრულყოფილად (იხ. https://iliauni.edu.ge/ge/study/masters/apply/sciences-medicine-apply).

იმ შემთხვევაში, თუ მაგისტანტობის კანდიდატის ნაცვლად ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან უნდა წარმოადგინოს ნოტარიული წესით გაფორმებული მინდობილობა და თავისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირებულია ერთზე მეტ სამაგისტრო პროგრამაზე, ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს მხოლოდ ერთ სამაგისტრო პროგრამაზე (პროგრამის მიმართულებაზე).

*მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში (ძირითადი სიისთვის – 2020 წ. 18-19 სექტემბერი, სათადარიგო სიისთვის – 2020 წ. 21 და 22 სექტემბერი) არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, კარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
იმ შემთხვევაში, თუ პროგრამებზე განსაზღვრული მისაღები რაოდენობა არ შეივსება ძირითადი სიებიდან და დარჩება ვაკანტური ადგილები, ფაკულტეტის წარმომადგენელი, ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომრებზე 20 სექტემბერს დაუკავშირდება სათადარიგო სიის კანდიდატებს რეიტინგის მიხედვით დარჩენილი ვაკანტური ადგილების რაოდენობის შესაბამისად.

ბანერები