საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

2020-2021 სასწავლო წლისათვის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მისაღები შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების განრიგი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გამოცდების განრიგი, რეგისტრაციის დროს მინიჭებული კოდის მითითებით, პროგრამების და მიმართულებების მიხედვით:

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!  

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველი მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის გამოცდები გაიმართება დისტანციურად, ელექტრონული პლატფორმა Zoom - ის  გამოყენებით.
ელ.პლატფორმა  Zoom - ის გადმოწერაზე, შესაბამისი ტექნიკური (აუდიო და ვიდეო) პარამეტრების გამართვაზე, ასევე მის სივრცეში უწყვეტი  ინტერნეტ კავშირის უზრუნველყოფაზე  პასუხისმგებლია  მაგისტრანტობის კანდიდატი.
 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ და წინასწარ გადაამოწმოთ  გამოცდის დისტანციურად ჩაბარებისთვის მზაობა და გამოცდის დროს ხელთ იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც წარმოუდგენთ კომისიას  ონლაინ. 
რეგისტრაციის დროს თქვენს მიერ  მითითებულ ელ.ფოსტაზე მიიღებთ გამოცდის კოორდინატორისგან წერილს გამოცდაზე დასწრების ლინკით/ბმულით.
 
გამოცდის ფორმატი შემდეგია:
1. მიმღებ კომისიასთან ჩართვა განხორციელდება  თანმიმდვრულად, განრიგის  თანახმად;
2. თქვენი განრიგის/საათის  თანახმად, საჭიროა  განახორციელოთ გამოცდის კოორდინატორის მიერ  გამოგზავნილ ლინკზე/ბმულზე  შესვლა,  შემდეგ დაელოდეთ    Zoom - ის "მოსაცდელ ოთახში" , რათა  რიგითობით განხორციელდეს თქვენი  ჩართვა  საგამოცდო კომისიასთან .
3. ხელთ იქონიეთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ჩართვისთანავე სავალდებულოა,ვიდეო  კამერასთან მიახლოებით აჩვენოთ კომისიის წევრებს თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
 
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ   საერთო სამაგისტრო გამოცდის საბოლოო შედეგები აპელაციის გათვალისწინებით ჯერ არაა ცნობილი. ყველა კონკურსანტი დაშვებული იქნება  მისაღებ გამოცდაზე, ხოლო  საერთო სამაგისტრო გამოცდის აპელაციის შედეგების გამოცხადებისთანავე   ეს ინფორმაცია აისახება  ჩასარიცხ კანდიდატთა  სიის შედგენაზე.
ბანერები