საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები

თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი: B
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: ზეპირი გამოცდა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: მათემატიკის მაგისტრი

მოკლე აღწერა:

პროგრამის მიზანია, სტუდენტს გააცნოს და შეასწავლოს თანამედროვე მათემატიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ცნებები, კონცეფციები და მეთოდები, აჩვენოს მათ შორის ორგანული კავშირები და მათი ტიპური გამოყენებები. სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, დაეუფლონ მათემატიკის გამოყენებით ასპექტებს, რაც გულისხმობს პრაქტიკულად მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტისათვის საჭირო მიდგომების გამომუშავებას. პროგრამის წარმატებულად ათვისების შემთხვევაში, მაგისტრანტს ექნება შესაძლებლობა,  მათემატიკა გამოიყენოს კვლევებსა და აქტუალური ამოცანების შესწავლაში.

დასაქმების სფეროები:

მათემატიკის მაგისტრი შეიძლება დასაქმდეს:

  • აკადემიურ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში – კავშირგაბმულობაში, სამრეწველო და საკომუნიკაციო კომპანიებში, სტატისტიკის სამსახურში;
  • საბანკო და სადაზღვევო კომპანიებში;
  • ეკონომიკის მართვისა და დაგეგმვის სამსახურში – რომლებშიც ფართოდ გამოიყენება მათემატიკური მოდელირება, გამოყენებითი მათემატიკა, ეკოლოგიური მოდელები და მონიტორინგი;
  • ან განაგრძოს სწავლა დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

საკონტაქტო ინფორმაცია:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი
➳თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, H კორპუსი
☏ (+995 32) 222 00 09 (139)
sciences_engineering@iliauni.edu.ge

.

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები