საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თანამედროვე არქიტექტურა და მდგრადი განვითარება

თანამედროვე არქიტექტურა და მდგრადი განვითარება

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი: B
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: გასაუბრება და პორტფოლიოს წარდგენა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: არქიტექტურის მაგისტრი

მოკლე აღწერა:

სამაგისტრო პროგრამის მიზანია, მაგისტრანტს სიღრმისეულად შეასწავლოს პროექტირების ეტაპები და პროექტირება, რათა მან თანამედროვე ტენდენციების გამოყენებით შეძლოს სამუშაოს სრულყოფილად შესრულება და ურთიერთთანამშრომლობა სხვა მომიჯნავე დარგის სპეციალისტებთან. არქიტექტურის აკადემიური პროგრამის სლოგანია „სტუდენტობიდან პროფესიონალამდე“.

პროგრამის დასრულების შემდეგ, მაგისტრი ფლობს პროექტირების ყველა სტადიას - იდეიდან განხორციელებამდე. მას ღრმად აქვს შესწავლილი არქიტექტურის სამშენებლო სტანდარტები, სრულად ფლობს და გამოიყენებს „მწვანე“ (ეკო-მდგრადი) არქიტექტურის პრინციპებს პროექტირებაში, თანამედროვე მასალებს და ტექნოლოგიებს, მათი გამოყენების სპეციფიკას. პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრს აქვს ღრმა და სისტემური ცოდნა, რაც აძლევს მას ორიგინალური, ამავე დროს ფუნქციურად გამართული იდეების შემუშავების საშუალებას.

დასაქმების სფეროები:

არქიტექტურის მაგისტრი შეიძლება დასაქმდეს:

  • კერძო არქიტექტურულ სახელოსნოებში;
  • სამშენებლო დეველოპერულ კომპანიებში;
  • სახელმწიფო სტრუქტურებში

    საკონტაქტო ინფორმაცია:
    საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი
    ➳თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, H კორპუსი
    ☏ (+995 32) 222 00 09 (139)
    sciences_engineering@iliauni.edu.ge

    .

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები