საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვები პროდუქტების მეცნიერება

საკვები პროდუქტების მეცნიერება

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი: A
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: გასაუბრება
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: საკვები პროდუქტების მეცნიერების მაგისტრი

მოკლე აღწერა:

პროგრამის მიზანია, მოამზადოს სპეციალისტი საკვები პროდუქტების მეცნიერების დარგში, რომელსაც ექნება ღრმა თეორიული ცოდნა საკვები პროდუქტების დამუშავების პროცესში მიმდინარე ბიოლოგიური და ქიმიური რეაქციების, ლაბორატორიული ანალიზის თანამედროვე ტექნოლოგიების, პროდუქტების ბიოქიმიური და ბაქტერიოლოგიური უსაფრთხოების, მათი ბიოლოგიური და ქიმიური კვებითი ღირებულების შესახებ და შეძლებს საკვები პროდუქტების მეცნიერების მიმართულებით უახლეს მეთოდებზე დაყრდნობით ინოვაციური კვლევის ჩატარებას.

დასაქმების სფეროები:

საკვები პროდუქტების მეცნიერების მაგისტრი შეიძლება დასაქმდეს:

  • აკადემიურ, სახელმწიფო და კერძო სამრეწველო დაწესებულებებში;
  • საკვები პროდუქტებისა და სასმელის მწარმოებელ საწარმოებში;
  • საკვები პროდუქტების ხარისხის კონტროლის ლაბორატორიებში;
  • სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ და დაავადებათა კონტროლის დაწესებულებებში;
  • ან გააგრძელოს სწავლა დოქტორის აკადემიური ხარისხის მისაღებად.

საკონტაქტო ინფორმაცია:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი
➳თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, H კორპუსი
☏ (+995 32) 222 00 09 (139)
sciences_engineering@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები