საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროგრამული ინჟინერია

პროგრამული ინჟინერია

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი: B
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი
:  წერითი გამოცდა, შეფასების კრიტერიუმები
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი
: პროგრამული ინჟინერიის მაგისტრი

მოკლე აღწერა:

პროგრამის მიზანია, მაგისტრანტს შეასწავლოს პროგრამული ინჟინერიის საკვანძო დისციპლინები, გამოუმუშაოს მეთოდოლოგია და უნარები პროგრამული ინჟინერიის მიმართულებით კვლევითი და პრაქტიკული საქმიანობისათვის ბიზნესის ან საჯარო სფეროებში. სამაგისტრო პროგრამა სტუდენტს შესძენს საფუძვლიან ცოდნას ბიზნესზე ორიენტირებული აპლიკაციების დაპროგრამების, სტატისტიკურ ამოცანებზე ორიენტირებული აპლიკაციების დაპროგრამების, გამოთვლით ამოცანებზე ორიენტირებული აპლიკაციების დაპროგრამების მიმართულებით. სამაგისტრო პროგრამა ხელს შეუწყობს სტუდენტის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის მკვლევარ-პრაქტიკოსად ჩამოყალიბებას და ასევე - შესწავლის, გაცნობიერების, კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და განხორციელების, არგუმენტებული დასკვნების გამოტანისა და ცოდნის სწრაფად განახლების უნარების გამომუშავებას.

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს აქვს ღრმა და სისტემური ცოდნა პროგრამული ინჟინერიის უახლესი ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიის სფეროში; იცნობს პროგრამული ინჟინერიის დარგობრივი მიმართულებების პრობლემატიკას და მათი გადაჭრის ხერხებს, აცნობიერებს პროგრამული ინჟინერიის ამოცანებს, ახდენს კვლევის ობიექტების იდენტიფიკაციას და შეუძლია შეიმუშაოს ახლებური მიდგომა პრობლემური საკითხების გადასაჭრელად.

დასაქმების სფეროები:

პროგრამული ინჟინერიის მაგისტრი შეიძლება დასაქმდეს:

  • ბიზნესზე ორიენტირებულ ან საჯარო დაწესებულებებში პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტ-ანალიტიკოსად;
  • დაწესებულებებში, რომლებიც სპეციალიზდებიან პროგრამული უზრუნველყოფის წარმოებაზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი
➳თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, H კორპუსი
☏ (+995 32) 222 00 09 (139)
sciences_engineering@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები