საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფიზიკისა და ასტრონომიის სამაგისტრო პროგრამა

ფიზიკის და ასტრონომიის სამაგისტრო პროგრამა (ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკა და კოსმოლოგია, თეორიული ასტროფიზიკა, ვარსკვლავთა და გარეგალაქტიკური ასტრონომია, მზის ფიზიკა, კოსმოლოგია, ატმოსფეროსა და იონოსფეროს ფიზიკა, ბიოფიზიკა)

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი: B
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი
: გასაუბრება
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:
ფიზიკის მაგისტრი

მოკლე აღწერა:

პროგრამის მიზანია, მაგისტრანტს მისცეს ღრმა და სისტემური ცოდნა ფიზიკასა და/ან ასტრონომიაში, განუვითაროს კვლევითი უნარები და მისცეს პრაქტიკული გამოცდილება, რათა იგი მზად იყოს სამეცნიერო კვლევებში ინტეგრაციისათვის საერთაშორისო დონეზე. სამაგისტრო პროგრამა ორიენტირებულია, მოამზადოს კადრები როგორც გამოყენებითი/კომერციული თვალსაზრისით, ასევე, ფუნდამენტური მეცნიერების სივრცეში კარიერის გასაგრძელებლად.

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს აქვს ფიზიკის და/ან ასტრონომიის შესაბამისი (არჩეული) მიმართულებით ღრმა და სისტემური ცოდნა, შეუძლია პროფესიულ დონეზე კვლევების ჩატარება, სპეციალური სამეცნიერო ლიტერატურის კითხვა და ანალიზი.

დასაქმების სფეროები:

ფიზიკის მაგისტრი შეიძლება დასაქმდეს:

  • უნივერსიტეტში ან სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
  • ან გააგრძელოს სწავლა დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
  • მიმართულებების მიხედვით:
  • ვარსკვლავთ და გარეგალაქტიკური ასტრონომიის, მზის ფიზიკის, კოსმოლოგიის, ატმოსფეროსა და იონოსფეროს ფიზიკის კურსდამთავრებულებისთვის: ასტროფიზიკური ობსერვატორიები, ასტროფიზიკის მონათესავე სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები (იხ. www.aas.org). სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები (სტატისტიკისა და მონაცემთა ანალიზის სპეციალისტად).
  • ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკის და კოსმოლოგიის; თეორიული ასტროფიზიკის კურსდამთავრებულებისთვის: საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონიკის კვლევითი და გამოყენებითი სექტორი; ორგანიზაციები, სადაც მოითხოვება ინფორმაციის (მონაცემების) კომპიუტერული დამუშავება-მოდელირება და სტატისტიკური ანალიზი, ფიზიკის სხვა დარგები და მის ფარგლებს გარეთ.
  • იოფიზიკის კურსდამთავრებულებისთვის:ბიოსამედიცინო პროფილის სამეცნიერო დაწესებულებები; კლინიკო-დიაგნოსტიკური ცენტრები. შეძენილი უნარების შედეგად, კურსდამთავრებულს საშუალება ექნება, ეფექტურად იმუშაოს ფიზიკის ფარგლებს გარეთაც (ახალი ტექნოლოგიები, ანალიტიკური სამსახურები და სხვა)

    საკონტაქტო ინფორმაცია:
    საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი
    ➳თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, H კორპუსი
    ☏ (+995 32) 222 00 09 (139)
    sciences_engineering@iliauni.edu.ge

    .

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები