საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოფარმაცია

სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები: ბიოფარმაცია

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი: A
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: გასაუბრება
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიოფარმაციის მაგისტრი

მოკლე აღწერა:

პროგრამის მიზანია, მოამზადოს სპეციალისტი ბიოფარმაციის დარგში, რომელსაც ექნება ღრმა თეორიული ცოდნა თანამედროვე უჯრედული და მოლეკულური ფარმაკოლოგიის ფუნდამენტური პრინციპების, სამკურნალო პრეპარატების შერჩევითი მოქმედების, წამალთა ორგანიზმში ბიოტრანსფორმაციის პროცესების და ფარმაკოლოგიური მკურნალობის მოლეკულურ-გენეტიკური ასპექტების შესახებ; შეასწავლოს მას თანამედროვე მოლეკულურ-ბიოლოგიური და ბიოანალიზური მეთოდები. პროგრამას სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი აქვს და ახალი სამკურნალო საშუალებების შექმნის, მათი მოქმედების მექანიზმების დადგენისა და პრაქტიკაში დანერგვის პერსპექტივას იძლევა.

დასაქმების სფეროები:

კურსდამთავრებულს შეეძლება:

  • იმუშაოს აკადემიურ, სახელმწიფო და სამრეწველო დაწესებულებებში;
  • იმუშაოს კერძო სექტორში - ფარმაცევტულ კომპანიებში, ფარმაკოლოგიური პრეპარატების ხარისხის კონტროლის ლაბორატორიებში, სამკურნალო პროფილაქტიკურ, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ და დაავადებათა კონტროლის დაწესებულებებში.
  • გააგრძელოს სწავლა დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი
➳თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, H კორპუსი
☏ (+995 32) 222 00 09 (139)
sciences_engineering@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები