საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კომპიუტერული ინჟინერია

კომპიუტერული ინჟინერია - SDSU-ს საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) (კალიფორნია, აშშ) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტზე ახორციელებს კომპიუტერული ინჟინერიის საერთაშორისო აკრედიტაციის*საბაკალავრო პროგრამას.

პროგრამაზე სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე და ლექციებს ქართველი სტუდენტებისთვის კითხულობენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU)-იდან მოწვეული ამერიკელი პროფესორები.

პროგრამის კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს.

პროგრამის აღწერა

კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა გთავაზობთ კომპიუტერებისა და სხვადასხვა ტიპის ციფრული სისტემების შექმნისა და აწყობის შემსწავლელ კურსებს. აღნიშნული კურსები გულისხმობს ისეთი რთული სისტემების შესწავლას, რომელთა საშუალებითაც ხდება ფიზიკური სისტემებისა და გარემოთა სიმულაცია, ამინდის პროგნოზირება, ავიაბილეთების დაჯავშნა, ასევე, მიკრო- და ნანორეგულატორების მოხმარება ავტომობილებში, ტექნიკაში, კამერებში, რობოტებში, სამედიცინო ინსტრუმენტებსა და სხვა მოწყობილობებში.

კომპიუტერული ინჟინრები ქმნიან და შეიმუშავებენ პროგრამებს, რომლებიც აკონტროლებს კომპიუტერების მუშაობას და შესაძლებლობას იძლევა, შესრულდეს სხვადასხვა ტიპის ინოვაციური ამოცანები.

კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამა გთავაზობთ თეორიისა და პრაქტიკის ბალანსს, რომელიც კურსდამთავრებულებს ამზადებს როგორც სწავლის დამთავრებისთანავე დასაქმებისთვის, ასევე - სწავლის გასაგრძელებლად.

სწავლების მეთოდოლოგია

ძირითადი კურსების გარდა, სტუდენტებს შეუძლიათ, ჩაეწერონ სხვადასხვა არჩევით კურსზე, მათ შორის, მასშტაბური ინტეგრაციის სქემებისა (VLSI) და მულტიმედიური სისტემების კურსებზე, რომლებიც ამუშავებენ ვიზუალურ და აუდიოინფორმაციას/ტექსტს, კომპიუტერულ ქსელებს და ციფრულ სიგნალს (DSP), რაც ძალიან მნიშვნელოვანია დიდი ზომის ინფორმაციის შემცირებისა და გადამუშავებისათვის.

ყველა სტუდენტისთვის სავალდებულოა დამამთავრებელი, „Capstone design“ სადიპლომო ნაშრომისთვის მოსამზადებელ კურსში მონაწილეობა, რომელიც აძლიერებს გუნდური მუშაობის, ეკონომიკური თუ სოციალური ფაქტორების გათვალისწინების, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარებს და ხელს უწყობს შემოქმედებით აზროვნებას.

დასაქმების შესაძლებლობები

STEM დარგებში დასაქმების და კარიერული ზრდის შესაძლებლობები მოიცავს ისეთ მაღალტექნოლოგიურ სექტორებს, როგორებიცაა:

  • ბიოტექნოლოგია
  • მობილური ტელეფონები და კომუნიკაცია, ტელეკომუნიკაციის ტექნოლოგიები
  • სამედიცინო მეცნიერებები (მედიცინა, ელექტრონული სამედიცინო დიაგნოსტირება)
  • ფარმაკოლოგია
  • ტრანსპორტის (საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო) ავტომატური სისტემები
  • კოსმოსური მოწყობილობები, აერონავტიკა, ასტრონომია
  • გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები
  • კვების მრეწველობის დისტანციური მონიტორინგი და მოქმედებები
  • იურიდიული მეცნიერებები და კრიმინოლოგია
  • სამხედრო და თავდაცვის სისტემები

STEM-ის ძირითადი საგნები - ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და მათემატიკა - ურთიერთდამოკიდებულია და ბევრ სხვა დისციპლინას უკავშირდება.

STEM დარგების მრავალფეროვნება მოიცავს ინჟინერიის ყველა ასპექტს, ფინანსური სექტორის არასაინჟინრო ტექნიკურ მხარეებს, სტატისტიკას, რისკების შეფასებას და ბევრ სხვა სოციალურ მეცნიერებას, რომელთაც მათემატიკა და ანალიტიკური აზროვნება სჭირდება მონაცემთა სიმრავლეების გასაანალიზებლად. თანამედროვე ხელოვნებაც - მაგალითად, მუსიკა და შემოქმედებითი საქმიანობა - STEM-ის ცოდნასა და უნარებს ემყარება.

გაცვლითი პროგრამები

SDSU-ს მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, ერთი სემესტრით ან ერთი წლით სწავლა განაგრძონ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კალიფორნიის კამპუსში.

სასწავლო გარემო

პროგრამებისთვის განკუთვნილი სასწავლო აუდიტორიები, საინჟინრო, სამეცნიერო და კომპიუტერული ლაბორატორიების აღჭურვილობა და სტანდარტები, ასევე, სტუდენტებისათვის შეთავაზებული ტექნოლოგიები აშშ-ი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული კრიტერიუმების შესაბამისია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და SDSU-საქართველოს ახალი კამპუსი 
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) საქართველოში 2017 წლის პირველი კვარტალიდან ახალი, ოთხსართულიანი (4000 კვ.მ.-ზე მეტი) კამპუსის მშენებლობას იწყებენ ვაკეში, ჩოლოყაშვილის გამზირზე. 
უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ შენობაში განთავსდება SDSU-საქართველოს საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო აუდიტორიები, სამუშაო ოთახები და ელექტრული ინჟინერიისა და სამშენებლო ინჟინერიის ლაბორატორიები.

* (ABET - საინჟინრო პროგრამების აკრედიტაციის ამერიკის საბჭო, ACS - ამერიკის ქიმიკოსთა ასოციაცია, WASC- სკოლებისა
 და კოლეჯების დასავლეთის ასოციაცია)


სწრაფი ბმულები

ბანერები