საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა

მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა ინდივიდუალური მიღებით

მათემატიკის პროგრამის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს უმაღლესი მათემატიკის ძირითადი მიმართულებები, ფუნდამენტური ცნებები და ამოსავალი კონცეფციები, აჩვენოს მათ შორის ორგანული კავშირები და მათი გამოყენების ფართო სპექტრი.

სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, დაეუფლონ მათემატიკის გამოყენებით ასპექტებს, რაც გულისხმობს ამოცანებისა და მათი ამოხსნის მეთოდების განზოგადების გზით პრობლემების გადაწყვეტისათვის საჭირო მიდგომების გამომუშავებას.

სწავლების მეთოდოლოგია: ლექცია, გამოკითხვა, საშინაო დავალება, დამოუკიდებელი მუშაობა, დასაქმების შესაძლებლობები: ეკონომიკის მართვისა და დაგეგმვის სამსახურები, სამრეწველო, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კომპანიები, კომპიუტერული ელექტრონიკის სავაჭრო და მომსახურების სფერო, კერძო სექტორი, საბანკო და სადაზღვევო კომპანიები, სტატისტიკის სამსახური, ორგანიზაციებსა და კომპანიებში, სადაც მოითხოვება მათემატიკის და/ან კომპიუტერული მოდელირების და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცოდნა.

კურიკულუმის აღწერა
სტუდენტმა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.

 მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 საუნივერსიტეტო საბაზო მოდული  60
 ძირითადი (major) პროგრამა  120
 მეორე (minor) პროგრამა ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები)     60

ბანერები