საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ფიზიკა

ფიზიკის საბაკალავრო პროგრამა

პროგრამის მიზანი:
მისცეს სტუდენტს ფართო ცოდნა კლასიკურ და თანამედროვე ფიზიკაში, შეასწავლოს ფიზიკის კანონები, რომლებსაც ემორჩილება სამყარო. აქედან გამომდინარე, სამყაროს აგებულება და მასში მიმდინარე პროცესები - მიკროსამყაროდან გალაკტიკამდე - ზოგადი თვისებები, არსებობისა და მოძრაობის ფორმები, ბუნების მოვლენების ზოგადი და ძირითადი კანონზომიერებები.

აღნიშნული პროგრამა ბაკალავრს აძლევს თეორიულ ცოდნას კლასიკურ და თანამედროვე ფიზიკაში.

სტუდენტს შესწავლილი აქვს კლასიკური მექანიკის, ელექტრომაგნეტიზმის, ატომისა და ბირთვის ფიზიკის, ასტრონომიის საფუძვლები. სტუდენტი ერკვევა ყველაზე ფართოდ გამოყენებულ ანალიზურ და რიცხვით მეთოდებში, დაუფლებულია მათემატიკური, კომპიუტერული გამოთვლების, მოდელირებისა და ფიზიკის ძირითად ექსპერიმენტულ მეთოდებს, რაც აუცილებელია ფიზიკის სფეროში კარიერული განვითარებისათვის.

პროგრამა შეიცავს შემდეგი მიმართულების ბლოკებს: ფუნდამენტურ (თეორიული ფიზიკის), ბიოფიზიკის, ასტრონომიისა და გამოყენებითი ფიზიკისას. ბლოკების არჩევითი/სავალდებულო კურსები საშუალებას აძლებს სტუდენტს მომავალში გააგრძელოს სწავლა შესაბამისი მიმართულების მაგისტრატურის საფეხურზე.

ამასთან, პროგრამას განეკუთვნება ბაკალავრიატის საბაზისო მოდული, რომელიც მიმართულია ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის, ანალიზის, არგუმენტაციის, პრობლემების შეფასებისა და შემოქმედებითად გადაჭრის, გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარების განვითარებისკენ.

სწავლების მეთოდოლოგია:
ლექცია, სემინარი, ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაო, დამოუკიდებელი მუშაობა, კოლოკვიუმი, პრეზენტაცია, ჯგუფური სამუშაო, დისტანციური (ელექტრონული) სწავლება,

დასაქმების სფეროები:

  • შესაბამისი პროფილის სამეცნიერო-კვლევითი დასასწავლო დაწესებულებები;
  • განათლების სფერო (განათლების მიმართულებიდან მეორე პროგრამის არჩევის შემთხვევაში);
  • კომპიუტერული ელექტრონიკის სავაჭრო და მომსახურების სფერო;
  • სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ლაბორატორიები და კლინიკები;
  • სამრეწველო, და საკომუნიკაციო კომპანიები.

კურიკულუმის აღწერა
სტუდენტმა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.

 მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 საუნივერსიტეტო საბაზო მოდული  60
 ძირითადი (major) პროგრამა  120
 მეორე (minor) პროგრამა ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები)     60

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები