საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ბიოლოგია

ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამა

პროგრამის მიზანი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ინტერდისციპლინური პროგრამაა. მისი მიზანია, მისცეს სტუდენტს ძირითადი ცოდნა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების უმსხვილესი დარგის –  ბიოლოგიის შესახებ. საბაკალავრო პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულს ეცოდინება უჯრედებისა და ცოცხალი ორგანიზმების აგებულება და ცხოველქმედების თავისებურებები, მემკვიდრეობითობისა და ცვალებადობის კანონზომიერებები, ცოცხალ ორგანიზმებში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესები, მათი ფიზიოლოგიური მახასიათებლები, ძირითადი ფუნქციები და მექანიზმები, რომლებიც ორგანიზმის ცხოველქმედებას უდევს საფუძვლად; ასევე შეიძენს ცოდნას ბიოუშიშროების საფუძვლებისა და ლაბორატორიული კვლევის ძირითადი მეთოდების შესახებ.

სწავლების მეთოდოლოგია: 

ლექცია, დისკუსია, ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაცია, გამოკითხვა, საშინაო დავალება,  დამოუკიდებელი მუშაობა, დისტანციური (ელექტრონული) სწავლება, ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოები, ექსპერიმენტი.

დასაქმების შესაძლებლობები:

  • ეკონომიკის მართვისა და დაგეგმვის სამსახურები;
  • სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ლაბორატორიები და კლინიკები;
  • შესაბამისი პროფილის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები;
  • ქიმიური, სამედიცინო, ვეტერინარული, აგრარული, ასევე ფარმაცევტული და საკვები პროდუქტების საწარმოები;
  • ზოოპარკები, ბოტანიკური ბაღები და მუზეუმები;
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული საჯარო სექტორი (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო);
  • სატყეო, სამონადირეო და თევზის მეურნეობები;
  • გარემოსდაცვითი აუდიტის, ბუნებრივი რესურსების მენეჯმენტის, გეოინფორმაციული სისტემების მიმართულებით მომუშავე საკონსულტაციო კომპანიები;
  • ბუნებრივი რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული საწარმოები და კომპანიები;
  • დაცული ტერიტორიები;
  • ეკოტურიზმი;
  • გარემოსდაცვითი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები;
  • გარემოსდაცვითი პროექტები და პროგრამები;
  • განათლების სფერო (განათლების მიმართულებიდან დამატებითი სპეციალობის –  „მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა“ არჩევის შემთხვევაში); 

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა:

სტუდენტმა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.

 მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 ზოგადი მოდული  60
 ძირითადი სპეციალობა  120
 დამატებითი სპეციალობა/თავისუფალი კომპონენტები     60

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები