საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მათემატიკა

მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა

მათემატიკის პროგრამის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს უმაღლესი მათემატიკის ძირითადი მიმართულებები, ფუნდამენტური ცნებები და ამოსავალი კონცეფციები, აჩვენოს მათ შორის ორგანული კავშირები და მათი გამოყენების ფართო სპექტრი.

სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, დაეუფლონ მათემატიკის გამოყენებით ასპექტებს, რაც გულისხმობს ამოცანებისა და მათი ამოხსნის მეთოდების განზოგადების გზით პრობლემების გადაწყვეტისათვის საჭირო მიდგომების შემუშავებას.

სწავლების მეთოდოლოგია
ლექცია, გამოკითხვა, საშინაო დავალება, დამოუკიდებელი მუშაობა.

დასაქმების შესაძლებლობები: 

ეკონომიკის მართვისა და დაგეგმვის სამსახურები, სამრეწველო, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კომპანიები, კომპიუტერული ელექტრონიკის სავაჭრო და მომსახურების სფერო, კერძო სექტორი, საბანკო და სადაზღვევო კომპანიები, სტატისტიკის სამსახური, ორგანიზაციები და კომპანიები,  რომლებშიც ითხოვენ მათემატიკის და/ან კომპიუტერული მოდელირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცოდნას.

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა:

სტუდენტმა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.

 მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 ზოგადი მოდული  60
 ძირითადი სპეციალობა  120
 დამატებითი სპეციალობა/თავისუფალი კომპონენტები     60

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები