საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კომპიუტერული ინჟინერია

კომპიუტერული ინჟინერია

პროგრამის მიზანი:

საბაკალავრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს კომპიუტერული ინჟინერიის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც აღჭურვილი იქნება კომპიუტერული ტექნიკის შემუშავების, შექმნის, პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვისა და ექსპლუატაციის საკითხების ცოდნით; ეცოდინება თანამედროვე კომპიუტერული აპარატურის აგებულება, ტექნიკური მახასიათებლები და მასში მიმდინარე ფიზიკური პროცესები, მათი გაუმჯობესების ხერხები და მეთოდები; განვითარებული ექნება პროფესიული უნარ-ჩვევები, რაც მას შესაძლებლობას მისცემს, ეფექტურად ჩაერთოს კომპიუტერული ტექნიკის წარმოების პროცესში.

პროგრამის ფარგლებში აქცენტი კეთდება კომპიუტერული ინჟინერიის დარგისთვის საჭირო თეორიულ ცოდნაზე მათემატიკაში, ფიზიკაში, ინფორმაციის თეორიაში, მიკროკომპიუტერებისა და მიკროპროცესორების არქიტექტურაში, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე ელექტრულ ინჟინერიასა და პროგრამირებაში.

ამასთან პროგრამა ორიენტირებულია ისეთი ტრანსფერული უნარების განვითარებაზე, როგორებიც არის ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე, რაოდენობრივი მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების უნარი, გუნდში ეფექტურად მუშაობის, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებისა და აკადემიური მუშაობის უნარები.

სწავლების მეთოდები

ლექცია და სემინარი/წერითი და ვერბალური მეთოდი, დემონსტრირების მეთოდი, ანალიზისა და სინთეზის მეთოდი, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, ჯგუფური სამუშაოები, ლაბორატორიული სამუშაო, პრაქტიკული სამუშაო, პროექტი, გამოცდილებით სწავლება.

დასაქმების შესაძლებლობები:

კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს  სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციებში,  რომლებშიც ხდება კომპიუტერული ტექნიკის ექსპლუატაცია, შეკეთება, გაუმჯობესება და წარმოება (ფართო სპექტრის ელექტრონული ხელსაწყოების დიაგნოსტიკისა და შეკეთების მიმართულებით); კვლევით დაწესებულებებში; კომპანიებში, რომლებიც სპეციალიზდებიან კომპიუტერული ტექნიკის მონტაჟსა და აპარატურულ პროგრამულ მომსახურებაზე, ასევე კომპიუტერული ქსელების დაპროექტებასა  და მონტაჟზე, ასევე ელექტრონული აპარატურის წარმოებაზე.

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა:

სტუდენტმა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.

 მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 ზოგადი მოდული  60
 ძირითადი სპეციალობა  120
 დამატებითი სპეციალობა/თავისუფალი კომპონენტები     60

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები