საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბუნების დაცვა და მეტყევეობა

ბუნების დაცვა და მეტყევეობა

ბუნების დაცვისა და მეტყევეობის ორწლიანი სასწავლო პროგრამა ორიენტირებულია აკადემიური და პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარებაზე ბუნების დაცვის, ბიომრავალფეროვნების და ტყის მართვის სფეროში. სტუდენტისზე ორიენტირებული სწავლების ხელის შესაწყობად ნათლად ჩამოყალიბებული დავალებები, მასწავლებელთა და სტუდენტთა მაღალი შეფარდება და საველე გასვლები სტუდედენტებსნტებს სთავაზობს საინტერესო შესაძლებლობას, რათა ახლად შეძენილი ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში კურსის მანძილზე შეთავაზებული კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელადრის მიზნით. საველე გასვლები და თავიდანვეადრეული მონაწილეობაჩართულობა ეკოლოგიურ კვლევებსა თუ გარემოსდაცვით პროექტებში მათ აძლევს სტუდენტებს საშუალებას გაიაზრონ ცოცხალ ორგანიზმთა კომპლექსური ეკოლოგიური ურთიერთქმედებები და ადამიანთა გავლენის შედეგები მართულ ეკოსისტემებზე, როგორც რეგიონულ, ასევე ეროვნულ დონეზე. სწავლის პროცესში სტუდენტები დაეუფლებიან გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და მართვის, ტყის მართვისა და კვლევის თანამედროვე ცოდნასა და პრაქტიკულ მეთოდებს.

პროგრამაზე სწავლა მოიცავს 4 სასწავლო სემესტრს, და მოცულობა შეადგენს 120 კრედიტს. პროგრამის სტრუქტურისა და შინაარსის განახლებისას გათვალისწინებული იქნა საერთაშორისო ანალოგების გამოცდილებაც,: მაგ., ბუნებისა და ტყის მენეჯმენტის საერთაშორისო პროგრამა SUFONAMA (Goettingen, Padua, Bangor, Alnarp), IFEM (Eberswalde).

ბუნების დაცვის და მეტყევეობის სამაგისტრო პროგრამა სტუდენტს სთავაზობს 3 სხვადასხვა ბლოკს, რომლებიც დაკავშირებულია განახლებადი ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლიან მართვასა და დაცვასთან: 1) ბუნების კონსერვაცია, 2) სატყეო მეცნიერება, 3) ბუნების დაცვა და მდგრადი განვითარება.

პროგრამის ფარგლებში, ბუნებათსარგებლობის დარგში ფუნდამენტური ცოდნის მიღების პარალელურად, პროგრამა სთავაზობს ეკოსისტემების მდგრადი მართვის, მწვანე ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და ტყის მმართველობის დარგებში მთელი რიგი გამოყენებითი მეცნიერებების შესწავლას. პროგრამა სთავაზობს სტუდენტს არჩევითი კურსების ფართო სპექტრს, მათ შორის მომიჯნავე პროგრამებიდან (მაგ., ეკოლოგია), რაც ხელს უწყობს ფუნდამენტურ დარგში არსებული ცოდნის ეფექტურ ინტეგრაციას გამოყენებით მეცნიერებებში.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები