საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიღება სამაგისტრო პროგრამებზე

მიღება ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურზე 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი აცხადებს მიღებას სამაგისტრო საფეხურზე 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის.

სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი და მისაღები რაოდენობა:

ა) საკვები პროდუქტების მეცნიერება – მისაღები რაოდენობა – 6; ზეპირი გამოცდა

ბ) გამოყენებითი გენეტიკა – მისაღები რაოდენობა – 10; ზეპირი გამოცდა

გ) სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამა (ეკოლოგია, მოლეკულური ბიომეცნიერებები, ნეირომეცნიერებები – საერთო მისაღები რაოდენობა – 37); (ბიოფარმაცია – მისაღები რაოდენობა – 5); ზეპირი გამოცდ

დ) სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამა (ბუნებათსარგებლობა (MSc) – მისაღები რაოდენობა – 15);  ზეპირი გამოცდა

ე) თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები – მისაღები რაოდენობა –12; ზეპირი გამოცდა

ვ) დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები (გეოლოგია, გეოფიზიკა, გეოგრაფია და GIS ტექნოლოგიები) –  მისაღები რაოდენობა – 20; ზეპირი გამოცდა

ზ) ფიზიკისა და ასტრონომიის სამაგისტრო პროგრამა (ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკა და კოსმოლოგია, თეორიული ასტროფიზიკა, ვარსკვლავთ და გარეგალაქტიკური ასტრონომია, მზის ფიზიკა, კოსმოლოგია, ატმოსფეროსა და იონოსფეროს ფიზიკა, ბიოფიზიკა) – მისაღები რაოდენობა – 8; ზეპირი გამოცდა

თ) პროგრამული ინჟინერია – მისაღები რაოდენობა – 10; წერითი გამოცდა

ი) თანამედროვე არქიტექტურა და მდგრადი განვითარება – მისაღები რაოდენობა – 16, ზეპირი გამოცდა-პორტფოლიო

კ) ახალი მასალები ნანოელექტრონიკისა და ნანოინჟინერიისთვის – მისაღები რაოდენობა – 5; ზეპირი გამოცდა

ლ) მინერალური რესურსების და ენერგეტიკის მართვა და მდგრადი განვითარება – მისაღები რაოდენობა – 8; ზეპირი გამოცდა


საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურზე საბუთები მიიღება 2017 წლის 14 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-იდან 18:00 საათამდე.

მაგისტრანტობის კანდიდატები რეგისტრაციას გაივლიან შემდეგ მისამართზე: საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი – მ.თამარაშვილის ქ .N4, ოთახი H-102 (H კორპუსთან შემოსასვლელი ჩოლოყაშვილის გამზ., 3/5  ეზოდან).

მაგისტრატურის საფეხურზე ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციის დროს უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • განაცხადი (ივსება ადგილზე);
  • პირადობის მოწმობა და მისი ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
  • 2017 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი. ასეთის არარსებობის შემთხვევაში –  2017 წლის სამაგისტრო საგამოცდო ბარათი და მისი ასლი;
  • ორი ფოტოსურათი და ფოტოსურათების ელვერსია ელექტრონულ მატარებელზე(CD);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის  – დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა – შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებულ უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი.
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
  • ესე/პორტფოლიო/სამოტივაციო წერილი/განაცხადი, თუ შესაბამისი პროგრამა ამას მოითხოვს;
  • რეზიუმე(CV), თუ შესაბამისი ფაკულტეტი/სკოლა ამას მოითხოვს;
  • საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში, მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ჩატარებისა და შედეგების გამოცხადების ვადები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტზე დარეგისტრირებული მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის საგამოცდო პერიოდი განსაზღვრულია:  30 აგვისტო, 31 აგვისტო და 1, 4, 5 სექტემბერი. შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ზუსტი თარიღისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2017 წლის 29 აგვისტოს.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის შიდა საუნივერსიტიტეტო გამოცდების შედეგები (კანდიდატთა შეფასებები, სახელისა და გვარის მითითებით) გამოქვეყნდება 7 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე.


საპელაციო პროცედურები

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების შესახებ მაგისტრანტობის კანდიდატს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა შეუძლია 2017 წლის 8 სექტემბერს, 11 სექტემბერს და 12 სექტემბერს, 10:00-იდან 18:00 საათამდე (მისამართზე: ქ. ჩოლოყაშვილი 3/5, უნივერსიტეტის კანცელარია).

საპრეტენზიო განაცხადების განხილვა და დამატებითი გასაუბრება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინროფაკულტეტზე გაიმართება 2017 წლის 13 და 14 სექტემბერს.


შედეგების გამოცხადება

2017 წლის 18 სექტემბერს აპელაციის შედეგების გათვალისწინებით უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება მაგისტრანტობის კანდიდატთა რეიტინგული სიები სახელისა და გვარის მითითებით.


ხელშეკრულების გაფორმება

მაგისტრანტობის კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს საერთო სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულების გაფორმება განხორციელდება:

ა) ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2017 წლის 19-20 სექტემბერს10:00-დან 18:00 საათამდე (მისამართი: მ.თამარაშვილის ქ.N4, H კორპუსი, ოთახი 102 ( H კორპუსთან შემოსასვლელი  E კორპუსიდან/ ჩოლოყაშვილის გამზ., 3/5 )
ბ) სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან 2017 წლის 21-22 სექტემბერი10:00-იდან 18:00 საათამდე (მისამართი:მ.თამარაშვილის ქ .N4, H კორპუსი, ოთახი 102 ( H კორპუსთან შემოსასვლელი  E კორპუსიდან/ ჩოლოყაშვილის გამზ., 3/5 )

მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე სავალდებულოა, ყველა ზემოთ მოთხოვნილი დოკუმენტი წარმოადგინოს სრულყოფილად.

იმ შემთხვევაში, თუ მაგისტანტობის კანდიდატის ნაცვლად ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან უნდა წარმოადგინოს ნოტარიული წესით გაფორმებული მინდობილობა. 

თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირებულია ერთზე მეტ სამაგისტრო პროგრამაზე, ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს მხოლოდ ერთ პროგრამაზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში (ძირითადი სიისთვის –19-20 სექტემბერი, სათადარიგო სიისთვის – 21-22 სექტემბერი) არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, კარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საინფორმაციო შეხვედრა ჩარიცხულ მაგისტრანტებთან გაიმართება 25 სექტემბერს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტები სწავლას დაიწყებენ 2017 წლის 2 ოქტომბერს.


საკონტაქტო ინფორმაცია 

ელფოსტა: sciences_engineering@iliauni.edu.ge
ტელ. 2 220009 (508; 139)

გისურვებთ წარმატებას!

ბანერები