მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სტაჟირება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ადმინისტრაცია აცხადებს საბუთების მიღებას მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში. 

ფუნქციები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიმდინარე საქმიანობაში მონაწილეობის მიღება და სხვადასხვა დავალების შესრულება (ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში).

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო/სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2

ენები: ქართული (სრულყოფილად); ინგლისური (კომუნიკაციის დონეზე)

კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Excel, Microsoft Office Word

დამატებითი მოთხოვნები:

  • ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • კეთილგანწყობა;
  • მოტივირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალების მიმართ ორიენტირებულობა.

დამატებითი ინფორმაცია

სტაჟირების მიზანია მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, მათი პროფესიული განვითარება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

ანაზღაურების გარეშე სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 თვით  –  2017 წლის 22 ივლისიდან  22 ოქტომბრის ჩათვლით;

სტაჟირების განრიგი: შეთანხმებით

ეტაპები: CV და სამოტივაციო წერილის განხილვა და გასაუბრება.  გთხოვთ, CV და სამოტივაციო წერილი გამოგზავნოთ მისამართზე:

vacancy@iliauni.edu.ge წერილის სათაურის ველში მიუთითეთ:სტაჟირება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე“.

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 20 ივლისი, 15:00 საათი

ბანერები