მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სტაჟირება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ადმინისტრაციაში

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ადმინისტრაცია აცხადებს სტუდენტთა სტაჟირებას

სტაჟიორის ფუნქციები:

ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ასისტირება, სატელეფონო და ზეპირი საინფორმაციო ხასიათის კონსულტაციების გაწევა, სასწავლო პროცესის მონიტორინგის წარმოება, სტუდენტების პირადი საქმის ორგანიზება, დიპლომის დანართების სკანირება, აკინძვა და კანცელარიაში დამოწმება.

სტაჟირების პირობები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სწავლების საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს;

ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 14;

სტაჟირების ვადა – 2018 წლის 19 თებერვლიდან 14 ივლისის ჩათვლით;

სტაჟიორების შეირჩევიან წარმოდგენილი საბუთების (CV და სამოტივაციო წერილი) განხილვისა და გასაუბრების საფუძველზე;

სტაჟირება არაანაზღაურებადია;

სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ქვემოთ მოცემული საბუთები გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

  • CV;
  • სამოტივაციო წერილი (მაქს. 350 სიტყვა);

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2018 წლის 12 თებერვალი.

წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: „სტაჟირება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ადმინისტრაციაში“.

ბანერები