მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სტაჟირება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ადმინისტრაციაში

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ადმინისტრაცია აცხადებს საბუთების მიღებას მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის არქივში სტაჟირების მსურველთათვის

სტაჟირების პირობები:

  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 2;
  • სტაჟირების ვადა –  2017 წლის 22 ივლისიდან  10 ოქტომბრის ჩათვლით;
  • გაიცემა სერტიფიკატი;
  • სტაჟირება არაანაზღაურებადია.

სტაჟიორის ფუნქციები:

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტების პირადი საქმის ორგანიზება; დიპლომის დანართების სკანირება, აკინძვა და კანცელარიაში დამოწმება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სწავლების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს.

გთხოვთ, CV და სამოტივაციო წერილი გამოგზავნოთ მისამართზე:

vacancy@iliauni.edu.ge 

წერილის სათაურის ველში მიუთითეთ:სტაჟირება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე“.

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 20 ივლისი, 15:00 საათი.

ბანერები