მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სააპელაციო ზეპირი გამოცდის განრიგი - მიღება 2019-2020 სასწავლო წლისათვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე

აპლიკანტებს, რომლებმაც წარმოადგინეს საპრეტენზიო განაცხადი 2019-2020 სასწავლო წლისათვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით, საშუალება ეძლევათ გაიარონ განმეორებითი ზეპირი გამოცდა შესაბამისი მიმართულების საპრეტენზიო საბჭოების წინაშე. ამასთან, იმ აპელანტების შემთხვევაში, რომელთაც გაასაჩივრეს პორტფოლიოს, ესეს, სამოტივაციო წერილის, ტესტირების შედეგები, მოხდება მათი გადახედვა და შეფასება შესაბამისი მიმართულების საპრეტენზიო საბჭოების მიერ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ის კანდიდატები, რომლებიც არ გამოცხადებულან გამოცდაზე მიმღებ კომისიასთან, სააპელაციო გასაუბრებაზე არ დაიშვებიან!

მნიშვნელოვანია! სააპელაციო გასაუბრებაზე აპლიკანტმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი

სააპელაციო ზეპირი გამოცდების განრიგი მოცემულია პროგრამების მიხედვით მიმაგრებულ დოკუმენტებში

უცხო ენათა ფილოლოგია (ანგლისტიკა, გერმანული ფილოლოგია, რომანული ფილოლოგია) და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა ანგლისტიკის მიმართულებისათვის -  განმეორებითი ზეპირი გამოცდის განრიგი

შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობისთვის - განმეორებითი ზეპირი გამოცდის განრიგი

სოციოლოგიის, სოციალური სამუშაოს, ფილოსოფიის, და რელიგიის კვლევების –განმეორებითი ზეპირი გამოცდის განრიგი

კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია - განმეორებითი ზეპირი გამოცდის განრიგი

პოლიტიკის მეცნიერება (საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები, საბჭოთა კვლევები) – განმეორებითი ზეპირი გამოცდის განრიგი

საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება - განმეორებითი ზეპირი გამოცდის განრიგი

ფსიქიკური ჯანმრთელობა - განმეორებითი ზეპირი გამოცდის განრიგი

შედეგების გამოცხადება

მაგისტრანტობის კანდიდატთა რეიტინგული სიები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები), გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2019 წლის 17 სექტემბერს.

ხელშეკრულებების გაფორმება

ხელშეკრულებების გაფორმება მაგისტრანტობის იმ კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ერთიანი სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და რეიტინგული სიის მიხედვით მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, განხორციელდება 2019 წლის 18 სექტემბრიდან 2019 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე A 304 აუდიტორიაში (მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. 32)

ა) ძირითადი სიის წარმომადგენლებთან ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს 18, 19 და 20 სექტემბერს
ბ) სათადარიგო სიის წარმომადგენლებთან ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს 21, 23 სექტემბერს.

სათადარიგო სიაში მყოფ კანდიდატთა საყურადღებოდ !

იმ შემთხვევაში, თუ პროგრამებზე განსაზღვრული მისაღები რაოდენობა არ შეივსება ძირითადი სიებიდან და დარჩება ვაკანტური ადგილები, 20 სექტემბერს ფაკულტეტის წარმომადგენელი, ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით, რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომრებზე, დაუკავშირდება სათადარიგო სიის კანდიდატებს რეიტინგის მიხედვით, დარჩენილი ვაკანტური ადგილების რაოდენობის შესაბამისად.

მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს ყველა ის დოკუმენტი რაც ჰქონდა მოთხოვნილი რეგისტრაციის ეტაპზე (მათ შორის ის დოკუმენტიც, რომელსაც მაგისტრანტობის კანდიდატისთვის სასურველი პროგრამა შეიძლება ითხოვდეს : cv/სამოტივაციო წერილი/ესსე. ):

ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი.
ბ) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, შესაძლოა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, სადაც მითითებულ უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი, იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;
გ) ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში, მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა;
დ) ფაკულტეტების/სკოლის მოთხოვნის შემთხვევაში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დოკუმენტი;
ე) 1 ცალი ფოტოსურათი ზომით 3X4.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატის ნაცვლად ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს ნოტარიული წესით დამოწმებული მინდობილობა. 

იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირებულია ორ ან მეტ სამაგისტრო პროგრამაზე, ხელშეკრულება გაფორმდება მხოლოდ ერთ პროგრამაზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, დაკარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: ლიკა ნოზაძე - ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი
ტელ.: 2 22 00 09 (შიდა ნომერი 200)
ელფოსტა: lika.nozadze.3@iliauni.edu.ge

საკონტაქტო პირი: ლელა ბერიძე - ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე
ტელ.: 2 22 00 09 (შიდა ნომერი 206)
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

ბანერები