მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტურ კონფერენციათა სერია

კონკურსები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი იწვევს საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს 2018-19 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კონფერენციათა სერიაში მონაწილეობის მისაღებად შემდეგი მიმართულებებით:

  • თავისუფალი მეცნიერებები  
  • არქეოლოგია, ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, კინომცოდნეობა
  • საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ევროპისმცოდნეობა
  • ფილოსოფია
  • ფილოლოგია, ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა, კულტურის კვლევები
ჰუმანიტარული მიმართულების საუკეთესო მოხსენებების ავტორებს 13 ივნისის ტრადეგიისას დაღუპული  სტუდენტის, ივლიტა ჯიბუტის საქველმოქმედო ფონდი დააჯილდოვებს სპეციალური პრიზებით.
  • ფსიქოლოგია
  • სოციოლოგია

კონფერენციათა სერია გაიმართება 2019 წლის ივნისში.

კონფერენციის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სერტიფიკატით.

კონფერენციის სამუშაო ენაა ქართული.

ქვემოთ ჩამოთვლილ მიმართულებებზე დასაშვებია როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური თემების წარდგენაც. ჯგუფის წევრთა მაქსიმალური რაოდენობაა 2 სტუდენტი.

  • თავისუფალი მეცნიერებები
  • საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ევროპისმცოდნეობა
  • სოციოლოგია
  • არქეოლოგია, ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, კინომცოდნეობა

რაც შეეხება ქვემოთ მოცემულ მიმართულებებს, დასაშვებია მხოლოდ ინდივიდუალური ნაშრომის წარდგენა:

  • ფსიქოლოგია
  • ფილოსოფია
  • ფილოლოგია, ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა, კულტურის კვლევები

თემის ტექნიკური მახასიათებლები:

  • როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური საკონფერენციო თემის წარდგენის შემთხვევაში მისი მოცულობა განისაზღვრება 3-6 გვერდით (თავფურცლის გამოკლებით).
  • შრიფტი Sylfaen, ზომა 12, სტრიქონებს შორის დაშორება 1.5, ფურცლის კიდეებიდან დაშორება: მარცხნივ 3, მარჯვნივ 1.5, ზემოთ და ქვემოთ 2.5

თემის სტრუქტურის ნიმუში:

1. თავფურცელი;
2. საკვლევი პრობლემა, რომელიც მოიცავს შემდეგ ნაწილებს:
  • ლიტერატურის მიმოხილვა;
  • საკვლევი კითხვა/კითხვები;
  • ჰიპოთეზა/ჰიპოთეზები (არსებობის შემთხვევაში); 
3. კვლევის მეთოდოლოგია;
4. კვლევის ძირითადი მიგნებები;
5. დასკვნა;
6. გამოყენებული ლიტერატურა
 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: აუცილებელია, საკონფერენციო თემას ჰყავდეს ხელმძღვანელი. თემის ხელმძღვანელი უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისი მიმართულების პროფესორი ან მოწვეული ლექტორი.

ყურადღება: ყველა საკონფერენციო თემა შემოწმდება პლაგიატზე პროგრამა turnitin-ის საშუალებით.

თემის ხელმძღვანელის/თანახელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი განაცხადი და საკონფერენციო თემა ერთ PDF ფაილად გაერთიანებული უნდა აიტვირთოს ილიაუნის ელექტრონული სწავლების პორტალზე moodle.iliauni.edu.ge

თემის პორტალზე ატვირთვის ინსტრუქცია იხილეთ აქ.

აქვე გაცნობებთ, რომ 2018-19 სასწავლო წლიდან ამოქმედებული სტიპენდიის გაცემის ახალი წესის თანახმად, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტების  მონაწილეობა უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებში შეფასდება 4 ქულით.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ შესაბამის საკონტაქტო პირს.

განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 26 მაისი, 00:00 საათი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები