მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტურ კონფერენციათა სერია

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი იწვევს საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს კონფერენციათა სერიაში მონაწილეობის მისაღებად შემდეგი მიმართულებებით:

კონფერენციის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სერტიფიკატით.

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული.

ქვემოთ ჩამოთვლილ კონფერენციებზე დასაშვებია როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური თემების წარდგენაც. ჯგუფის წევრთა მაქსიმალური რაოდენობაა 3 სტუდენტი.
• თავისუფალი მეცნიერებები
• საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ევროპისმცოდნეობა
• სოციოლოგია
• განათლება

რაც შეეხება ქვემოთ მოცემულ კონფერენციებს, დასაშვებია მხოლოდ ინდივიდუალური ნაშრომის წარდგენა.
• არქეოლოგია, ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, კინომცოდნეობა
• ფილოსოფია
• ფილოლოგია, ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა, კულტურის კვლევები
• ფსიქოლოგია

როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური საკონფერენციო თემის წარდგენის შემთხვევაში თემის მოცულობა განისაზღვრება 1400-1500 სიტყვით.

აქვე გაცნობებთ, რომ 2018-19 სასწავლო წლიდან ამოქმედებული სტიპენდიის გაცემის ახალი წესის თანახმად, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობა უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებში შეფასდება 4 ქულით, ხოლო კონფერენციაზე დასწრება-1 ქულით;

რეგისტრაციისათვის გამოაგზავნეთ შევსებული განაცხადი და საკონფერენციო თემა სრული სახით შესაბამის საკონტაქტო პირთან.

წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: „სტუდენტური კონფერენცია“

განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 31 დეკემბერი

სარეგისტრაციო ფორმა კონფერენციაზე დასწრების მსურველთათვის იხილეთ აქ.

ბანერები