მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგები- 2020-2021 სასწავლო წლის მიღება

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგები (ნედლი ქულები)  მოცემულია  პროგრამების მიხედვით, მიმაგრებულ დოკუმენტებში

მისაღები ადგილების რაოდენობა პროგრამების მიხედვით იხილეთ აქ.

1. უცხო ენათა ფილოლოგია (ანგლისტიკა, გერმანული ფილოლოგია, რომანული ფილოლოგია) და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა 
ანგლისტიკის მიმართულებისათვის -  ზეპირი გამოცდის შედეგები
რომანული ფილოლოგიის მიმართულებისათვის - წერითი გამოცდის შედეგი (ესე)
შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებისათვის - ზეპირი გამოცდის შედეგები

2. გამოყენებითი უცხო ენები და საერთაშორისო მოლაპარაკებები/ეკონომიკა (ევროპული-რუსული-აღმოსავლური) - ტესტირების შედეგები

3. გამოყენებითი ენათმეცნიერება – ზეპირი გამოცდის შედეგები

4. ფილოსოფია – ზეპირი გამოცდის შედეგები/სამოტივაციო წერილის შედეგები/ჯამური შედეგები

5. შუა საუკუნეების კვლევები (ენა, ლიტერატურა, ისტორია, ფილოსოფია, ხელოვნების ისტორია, რელიგია) – ზეპირი გამოცდის შედეგები

6. არქეოლოგია – ზეპირი გამოცდის შედეგები

7. თანამედროვე საქართველოს ისტორია - ინგლისური ენის ტესტირების შედეგები/  ზეპირი გამოცდის შედეგები/ჯამური შედეგები

8. სახელოვნებო თეორიის და პრაქტიკის კვლევები და კულტურის მენეჯმენტი (კინომცოდნეობის მიმართულება) - ზეპირი გამოცდის შედეგები

9. ფსიქოლოგია (სოციალური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია) – წერითი გამოცდის შედეგები

10. კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია - ზეპირი გამოცდის შედეგები

11. პოლიტიკის მეცნიერება (საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები, საბჭოთა კვლევები) – ზეპირი გამოცდის შედეგები

12. საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება - ზეპირი გამოცდის შედეგები

13. ადიქციის კვლევები - სააპლიკაციო ფორმისა და ზეპირი გამოცდის შედეგები

14. სოციოლოგია - ზეპირი გამოცდის შედეგები

15. რელიგიის კვლევები - ზეპირი გამოცდის შედეგები

16. სოციალური სამუშაო – ზეპირი გამოცდის შედეგები
17. ფსიქიკური ჯანმრთელობა - ზეპირი გამოცდის შედეგები

სააპელაციო პროცედურები

მაგისტრანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ ჩატარებული გამოცდების შედეგების შესახებ უნდა გადმოაგზავნოს 2020 წლის 11 სექტემბერს, 10:00 საათიდან 00:00 საათამდე, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ელექტრონულ ფოსტაზე graduateschool@iliauni.edu.ge (სააპელაციო განაცხადის ფორმა იხილეთ აქ)

საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისია.

საპრეტენზიო განაცხადების საფუძველზე დანიშნული განმეორებითი გამოცდა და/ან ესეების/ტესტების/სამოტივაციო წერილების განმეორებითი განხილვა შედგება 2020 წლის 14-15 სექტემბერს.

პროგრამების მიხედვით სააპელაციო გამოცდების განრიგის და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2020 წლის 12 სექტემბერს.


მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საპრეტენზიო საბჭო განიხილავს მხოლოდ იმ საპრეტენზიო განაცხადებს, სადაც მკაფიოდ და არგუმენტირებულად არის წარმოდგენილი აპელაციის კონკრეტული მიზეზი/მიზეზები.

შედეგების გამოცხადება
მაგისტრანტობის კანდიდატთა რეიტინგული სიები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები), საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით, გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2020 წლის 17 სექტემბერს.


ხელშეკრულებების გაფორმება

ხელშეკრულებების გაფორმება მაგისტრანტობის იმ კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ერთიანი სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და რეიტინგული სიის მიხედვით მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, განხორციელდება 2020 წლის 18 სექტემბრიდან 2020 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე, A 101 აუდიტორიაში (მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)
ა) ძირითადი სიის წარმომადგენლებთან ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს 18 და 19 სექტემბერს;
ბ) სათადარიგო სიის წარმომადგენლებთან ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს 21 და 22 სექტემბერს.

სათადარიგო სიაში მყოფ კანდიდატთა საყურადღებოდ!

იმ შემთხვევაში, თუ პროგრამებზე განსაზღვრული მისაღები რაოდენობა არ შეივსება ძირითადი სიებიდან და დარჩება ვაკანტური ადგილები, 20 სექტემბერს ფაკულტეტის წარმომადგენელი, ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით, რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომრებზე, დაუკავშირდება სათადარიგო სიის კანდიდატებს რეიტინგის მიხედვით, დარჩენილი ვაკანტური ადგილების რაოდენობის შესაბამისად.
მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს ყველა ის დოკუმენტი, რომლებიც ჰქონდა მოთხოვნილი რეგისტრაციის ეტაპზე (მათ შორის ის დოკუმენტიც, რომელსაც მაგისტრანტობის კანდიდატისთვის სასურველი პროგრამა შეიძლება ითხოვდეს: cv/სამოტივაციო წერილი/ესე.):
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი.
ბ) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, შესაძლოა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი, იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;
გ) ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში, მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა;
დ) ფაკულტეტების/სკოლის მოთხოვნის შემთხვევაში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დოკუმენტი;
ე) 1 ცალი ფოტოსურათი ზომით 3X4.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატის ნაცვლად ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს ნოტარიული წესით დამოწმებული მინდობილობა. 

იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირებულია ორ ან მეტ სამაგისტრო პროგრამაზე, ხელშეკრულება გაფორმდება მხოლოდ ერთ პროგრამაზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, დაკარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.


საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: ნანი მანველიშვილი ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი
ტელ.: 2 22 00 09 (შიდა ნომერი 430)
ელფოსტა: nani.manvelishvili@iliauni.edu.ge

საკონტაქტო პირი: ლიკა ნოზაძე, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების
ფაკულტეტის საქმისმწარმოებელი
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

ბანერები