მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგები-2017-2018 სასწავლო წლის მიღება

ახალი ამბები

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგები (ნედლი ქულები)  მოცემულია  პროგრამების მიხედვით, მიმაგრებულ დოკუმენტებში

მისაღები ადგილების რაოდენობა პროგრამების მიხედვით იხილეთ აქ.

1. უცხო ენათა ფილოლოგია (ანგლისტიკა, გერმანული ფილოლოგია, რომანული ფილოლოგია) და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა 
ანგლისტიკის მიმართულებისათვის - ტესტის და ზეპირი გამოცდის შედეგები
რომანული ფილოლოგიის მიმართულებისათვის - ესეს შედეგები
შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებისათვისზეპირი გამოცდის შედეგები

2. გამოყენებითი უცხო ენები და საერთაშორისო მოლაპარაკებები/ეკონომიკა (ევროპული-რუსული-აღმოსავლური) - ტესტირების შედეგები

3. გამოყენებითი ენათმეცნიერება – ზეპირი გამოცდის შედეგები

4. ფილოსოფია – ზეპირი გამოცდის შედეგები/ სამოტივაციო წერილის შედეგები/ ჯამური შედეგები

5. შუა საუკუნეების კვლევები (ენა, ლიტერატურა, ისტორია, ფილოსოფია, ხელოვნების ისტორია, რელიგია) – ზეპირი გამოცდის შედეგები

6. არქეოლოგია – ზეპირი გამოცდის შედეგები

7. სახელოვნებო თეორიის და პრაქტიკის კვლევები და კულტურის მენეჯმენტი (კინომცოდნეობის მიმართულება) - ზეპირი გამოცდის შედეგები

8. განათლების ადმინისტრირება - ზეპირი გამოცდის, პორტფოლიოს და ჯამური შედეგები

9. სპეციალური განათლება - ზეპირი გამოცდის შედეგები

10. ფსიქოლოგია (სოციალური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია) ზეპირი გამოცდის შედეგები/ ესეს შედეგები/ ჯამური შედეგები

11. კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია - ტესტირების  შედეგები / ზეპირი გამოცდის  შედეგები/ ჯამური შედეგები

12. საზოგადოებრივი ურთიერთობები - ზეპირი გამოცდის შედეგები

13. პოლიტიკის მეცნიერება (საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები, საბჭოთა კვლევები) – ზეპირი გამოცდის შედეგები

14. საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება - ზეპირი გამოცდის შედეგები

15. ადიქციის კვლევები - სააპლიკაციო ფორმის შედეგები/ ზეპირი გამოცდის შედეგები/ ჯამური შედეგები

16. სოციოლოგია - ზეპირი გამოცდის შედეგები

17. რელიგიის კვლევები - ზეპირი გამოცდის შედეგები

18. სოციალური სამუშაო – ზეპირი გამოცდის შედეგები

19. ფსიქიკური ჯანმრთელობა - ზეპირი გამოცდის შედეგები


სააპელაციო პროცედურები

მაგისტრანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ ჩატარებული გამოცდების შედეგების შესახებ უნდა წარადგინოს უნივერსიტეტში 2017 წლის 8, 11 და 12 სექტემბერს - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (მის: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, უნივერსიტეტის კანცელარია);

საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისია. 

საპრეტენზიო განაცხადების საფუძველზე დანიშნული განმეორებითი ზეპირი გამოცდა და/ან ესეების/პორტფოლიოების/ტესტების/სამოტივაციო წერილების განმეორებითი განხილვა შედგება 2017 წლის 14-15 სექტემბერს.

პროგრამების მიხედვით სააპელაციო ზეპირი გამოცდების განრიგის და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სიახლეებში, 2017 წლის 13 სექტემბერს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საპრეტენზიო საბჭო განიხილავს მხოლოდ იმ საპრეტენზიო განაცხადებს, სადაც მკაფიოდ და არგუმენტირებულად არის წარმოდგენილი აპელაციის კონკრეტული მიზეზი/მიზეზები.


შედეგების გამოცხადება

მაგისტრანტობის კანდიდატთა რეიტინგული სიები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები), პირადი ნომრების მითითებით, გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2017 წლის 18 სექტემბერს.


ხელშეკრულებების გაფორმება

მაგისტრანტობის კანდიდატებთან, რომლებიც წარმატებით გაივლიან საერთო სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებს და, რეიტინგული სიის მიხედვით, მოიპოვებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას, ხელშეკრულება გაფორმდება ქვემოთ მოცემული ინფორმაციის შესაბამისად:

ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან - 2017 წლის 19-20 სექტემბერი, 10:00-დან 18:00 საათამდეA 103 აუდიტორიაში 

სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან - 2017 წლის 21-22 სექტემბერი, 10:00-დან 18:00 საათამდე, A 103 აუდიტორიაში 

სათადარიგო სიაში მყოფ კანდიდატთა საყურადღებოდ!

იმ შემთხვევაში, თუ პროგრამებზე განსაზღვრული მისაღები რაოდენობა არ შეივსება ძირითადი სიებიდან და დარჩება ვაკანტური ადგილები, 21 სექტემბერს ფაკულტეტის წარმომადგენელი, ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით, რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომრებზე, დაუკავშირდება სათადარიგო სიის კანდიდატებს რეიტინგის მიხედვით, დარჩენილი ვაკანტური ადგილების რაოდენობის შესაბამისად.

მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატის ნაცვლად ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს ნოტარიული წესით დამოწმებული მინდობილობა. 

იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირებულია ორ ან მეტ სამაგისტრო პროგრამაზე, ხელშეკრულება გაფორმდება მხოლოდ ერთ პროგრამაზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, დაკარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.


საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონტაქტო პირი: ლიკა ნოზაძე - ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი
ტელ.: 2 22 00 09 (შიდა ნომერი 200)
ელფოსტა: lika.nozadze.3@iliauni.edu.ge 

საკონტაქტო პირი: ნინო კახაძე - ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე
ტელ.: 2 22 00 09 (შიდა ნომერი 206)
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

ბანერები