მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე 2017-2018 სასწავლო წლისათვის მისაღები შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების განრიგი

ახალი ამბები

მისაღები ადგილების რაოდენობა პროგრამების მიხედვით იხილეთ →აქ.

შენიშვნა: ზეპირი გამოცდის/ტესტირების/ესეს/სამოტივაციო წერილის/პორტფოლიოს შეფასების კრიტერიუმები იხილეთ ბმულზე https://iliauni.edu.ge/ge/migeba-samagistro-programebze

ინფორმაცია პროგრამების მიხედვით შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების თარიღებისა და ადგილმდებარეობის შესახებ მოცემულია  ქვემოთ მიმაგრებულ დოკუმენტებში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გამოცდაზე თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მაგისტრანტობის კანდიდატი გამოცდაზე არ დაიშვება!

1. უცხო ენათა ფილოლოგია (ანგლისტიკა, გერმანული ფილოლოგია, რომანული ფილოლოგია) და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა 
ანგლისტიკის მიმართულებისათვის ტესტის/ზეპირი გამოცდის განრიგი
რომანული ფილოლოგიის მიმართულებისათვის - ესეს წერის განრიგი
შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებისათვისზეპირი გამოცდის განრიგი

2. გამოყენებითი უცხო ენები და საერთაშორისო მოლაპარაკებები/ეკონომიკა (ევროპული-რუსული-აღმოსავლური) - ტესტირების განრიგი

3. გამოყენებითი ენათმეცნიერება – ეპირი გამოცდის განრიგი

4. ფილოსოფია – ზეპირი გამოცდის განრიგი

5. შუა საუკუნეების კვლევები (ენა, ლიტერატურა, ისტორია, ფილოსოფია, ხელოვნების ისტორია, რელიგია) – ზეპირი გამოცდის განრიგი

6. არქეოლოგია – ზეპირი გამოცდის განრიგი

7. სახელოვნებო თეორიის და პრაქტიკის კვლევები და კულტურის მენეჯმენტი (კინომცოდნეობის მიმართულება) - ზეპირი გამოცდის განრიგი

8. განათლების ადმინისტრირება - ზეპირი გამოცდის განრიგი

9. სპეციალური განათლება - ზეპირი გამოცდის განრიგი

10. ფსიქოლოგია (სოციალური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია) ზეპირი გამოცდის განრიგი

11. კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია - ტესტირების განრიგიზეპირი გამოცდის განრიგი

12. საზოგადოებრივი ურთიერთობები - ზეპირი გამოცდის განრიგი

13. პოლიტიკის მეცნიერება (საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები, საბჭოთა კვლევები) – ზეპირი გამოცდის განრიგი

14. საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება - ზეპირი გამოცდის განრიგი

15. ადიქციის კვლევები - ზეპირი გამოცდის განრიგი

16. სოციოლოგია - ზეპირი გამოცდის განრიგი

17. რელიგიის კვლევები - ზეპირი გამოცდის განრიგი

18. სოციალური სამუშაო – ზეპირი გამოცდის განრიგი

19. ფსიქიკური ჯანმრთელობა - ზეპირი გამოცდის განრიგი 


შედეგების გამოცხადების ვადები

შიდა საუნივერსიტიტეტო გამოცდების შედეგები უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება 2017 წლის 7 სექტემბერს.


სააპელაციო პროცედურები

მაგისტრანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ ჩატარებული გამოცდების შედეგების შესახებ უნდა წარადგინოს უნივერსიტეტში 2017 წლის 8, 11 და 12 სექტემბერს - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (მის: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, უნივერსიტეტის კანცელარია);

საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისია. 

საპრეტენზიო განაცხადების საფუძველზე დანიშნული განმეორებითი ზეპირი გამოცდა და/ან ესეების/პორტფოლიოების/ტესტების/სამოტივაციო წერილების განმეორებითი განხილვა შედგება 2017 წლის 14-15 სექტემბერს.

პროგრამების მიხედვით სააპელაციო ზეპირი გამოცდების განრიგის და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2017 წლის 13 სექტემბერს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საპრეტენზიო საბჭო განიხილავს მხოლოდ იმ საპრეტენზიო განაცხადებს, რომლებშიც მკაფიოდ და არგუმენტირებულად არის წარმოდგენილი აპელაციის კონკრეტული მიზეზი/მიზეზები.


შედეგების გამოცხადება
მაგისტრანტობის კანდიდატთა რეიტინგული სიები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები), სახელისა და გვარის მითითებით, გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2017 წლის 18 სექტემბერს.


ხელშეკრულებების გაფორმება

მაგისტრანტობის კანდიდატებთან, რომლებიც წარმატებით გაივლიან საერთო სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებს და, რეიტინგული სიის მიხედვით, მოიპოვებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას, ხელშეკრულება გაფორმდება ქვემოთ მოცემული ინფორმაციის შესაბამისად:

ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან - 2017 წლის 19-20 სექტემბერი, 10:00-დან 18:00 საათამდეA 103 აუდიტორიაში 

სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან - 2017 წლის 21-22 სექტემბერი, 10:00-დან 18:00 საათამდე, A 103 აუდიტორიაში 


სათადარიგო სიაში მყოფ კანდიდატთა საყურადღებოდ!

იმ შემთხვევაში, თუ პროგრამებზე განსაზღვრული მისაღები რაოდენობა არ შეივსება ძირითადი სიებიდან და დარჩება ვაკანტური ადგილები, 21 სექტემბერს ფაკულტეტის წარმომადგენელი ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით, რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომრებზე, დაუკავშირდება სათადარიგო სიის კანდიდატებს რეიტინგის მიხედვით, დარჩენილი ვაკანტური ადგილების რაოდენობის შესაბამისად.

მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატის ნაცვლად ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს ნოტარიული წესით დამოწმებული მინდობილობა. 

იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირებულია ორ ან მეტ სამაგისტრო პროგრამაზე, ხელშეკრულება გაფორმდება მხოლოდ ერთ პროგრამაზე.


მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, დაკარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.


საკონტაქტო ინფორმაცია:

ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საინფორმაციო ცენტრი
ტელ.: 2 22 00 09 (შიდა ნომერი 200)
საკონტაქტო პირი: ნინო კახაძე - ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე
ტელ.: 2 22 00 09 (შიდა ნომერი 206)
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge


ბანერები