მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონკურსი დევნილთა კრიზისის შესახებ ევროკავშირის სიმულაციაში მონაწილეობის მისაღებად

ახალი ამბები

2020 წლის 8-10  აპრილს ესქიშეჰირ ოსმანგაზის უნივერსიტეტი (თურქეთი) დაინტერესებულ სტუდენტებს იწვევს ევროკავშირის სიმულაციაში მონაწილეობის მისაღებად. სიმულაცია ეწყობა Erasmus + Jan Monnet Networks-ის პროექტის „ევროპასთან დაკავშირება პერიფერიაში“ (Linking “Europe at the periphery) ფარგლებში. პროექტის ერთ-ერთი პარტნიორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი.

პროექტის მიზანია მასში მონაწილე სტუდენტების ცნობიერების გაზრდა ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესის ფორმალური მხარის შესახებ. მონაწილეები ასევე  ისწავლიან, თუ ეს გადაწყვეტილებები როგორ გავლენას ახდენს მათ მოქალაქეებზე და რა ფაქტორები მოქმედებს თვითონ ამ გადაწყვეტილებათა გრძელვადიან შედეგებზე. აქცენტი გაკეთდება კონტრაბანდასთან ბრძოლაზე, უკან დაბრუნებისა და რეადმისიის გაუმჯობესებაზე, დევნილთა კრიზისთან გასამკლავებლად ადგილობრივი ინსტიტუტების გაძლიერებასა და მიგრაციის სხვადასხვა ასპექტის მართვაზე.

სიმულაცია გაიმართება ქალაქ ესქიშეჰირში (თურქეთი) და მასში მონაწილეობა შეუძლიათ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ნებისმიერი საფეხურის (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) სტუდენტებს, რომლებიც ეუფლებიან პოლიტიკის მეცნიერებას (საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპისმცოდნეობა, საჯარო პოლიტიკა) და აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
  • მიგრაციის თანამედროვე გამოწვევების შესახებ ზოგადი ცოდნა;
  • სიმულაციებში მონაწილეობის გამოცდილება (სასურველია)

სემინარში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა 2020 წლის 9 მარტის ჩათვლით უნდა შეავსონ განაცხადი ბმულზე: https://forms.gle/B9NzDBexRhYe58aH7 

განაცხადს უნდა დაერთოს აპლიკანტის რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (მაქს. 400 სიტყვა)

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

  • განაცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

განაცხადების გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებს გასაუბრება ჩაუტარდებათ 2020 წლის 11-12 მარტს. 

პროექტში მონაწილეობის ყველა ხარჯს დაფარავს ორგანიზატორი მხარე.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ელფოსტაზე: arts_sciences@iliauni.edu.ge

ბანერები