მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით და ხელშეკრულების გაფორმების განრიგი_მიღება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე 2019-2020 სასწავლო წლისათვის

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია ხელშეკრულებების გაფორმების საკითხებთან დაკავშირებით, იხილეთ ქვემოთ.

სამაგისტრო პროგრამებზე ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები მოცემულია პროგრამების მიხედვით


1. უცხო ენათა ფილოლოგია (ანგლისტიკა, გერმანული ფილოლოგია, რომანული ფილოლოგია) და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა
ანგლისტიკა-  ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია  -  სათადარიგო სია
რომანული ფილოლოგია- ჩასარიცხ კანდიდატთა სია 
შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა - ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია - სათადარიგო სია

2. გამოყენებითი უცხო ენები და საერთაშორისო მოლაპარაკებები/ეკონომიკა (ევროპული-რუსული-აღმოსავლური) - ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია      სათადარიგო სია

3. გამოყენებითი ენათმეცნიერება – ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია      სათადარიგო სია

4. ფილოსოფია – ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია      სათადარიგო სია

5. შუა საუკუნეების კვლევები (ენა, ლიტერატურა, ისტორია, ფილოსოფია, ხელოვნების ისტორია, რელიგია) – ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია      სათადარიგო სია

6. არქეოლოგია – ჩასარიცხ კანდიდატთა  სია    

7. სახელოვნებო თეორიის და პრაქტიკის კვლევები და კულტურის მენეჯმენტი (კინომცოდნეობის მიმართულება) - ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია      სათადარიგო სია

8. ფსიქოლოგია (სოციალური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია) – ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია      სათადარიგო სია

9. კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია - ჩასარიცხ კანდიდატთა სია    

10. პოლიტიკის მეცნიერება (საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები, საბჭოთა კვლევები) – ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია      სათადარიგო სია

11. საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება - ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია      სათადარიგო სია
12. ადიქციის კვლევები - ჩასარიცხ კანდიდატთა  ძირითადი სია   

13. სოციოლოგია - ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია      სათადარიგო სია

14. რელიგიის კვლევები - ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია    

15. სოციალური სამუშაო – ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი სია      სათადარიგო სია

16. ფსიქიკური ჯანმრთელობა - ჩასარიცხ კანდიდატთა   სია     

ხელშეკრულებების გაფორმება

ხელშეკრულებების გაფორმება  მაგისტრანტობის იმ კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ერთიანი სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და რეიტინგული სიის მიხედვით მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, განხორციელდება  2019 წლის 18 სექტემბრიდან 2019 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე A 304 აუდიტორიაში (მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. 32)

ა) ძირითადი სიის წარმომადგენლებთან ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს 18, 19 და 20 სექტემბერს
ბ) სათადარიგო სიის წარმომადგენლებთან ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს 21, 23 სექტემბერს.

სათადარიგო სიაში მყოფ კანდიდატთა საყურადღებოდ !

იმ შემთხვევაში, თუ პროგრამებზე განსაზღვრული მისაღები რაოდენობა არ შეივსება ძირითადი სიებიდან და დარჩება ვაკანტური ადგილები, 20 სექტემბერს ფაკულტეტის წარმომადგენელი, ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით, რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომრებზე, დაუკავშირდება სათადარიგო სიის კანდიდატებს რეიტინგის მიხედვით, დარჩენილი ვაკანტური ადგილების რაოდენობის შესაბამისად.

მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს ყველა ის დოკუმენტი რაც ჰქონდა მოთხოვნილი რეგისტრაციის ეტაპზე (მათ შორის ის დოკუმენტიც, რომელსაც მაგისტრანტობის კანდიდატისთვის სასურველი პროგრამა შეიძლება ითხოვდეს : cv/სამოტივაციო წერილი/ესსე):

ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი.

ბ) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, შესაძლოა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, სადაც მითითებულ უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი, იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;

გ) ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში, მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა;

დ) ფაკულტეტების/სკოლის მოთხოვნის შემთხვევაში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დოკუმენტი;

ე) 1 ცალი ფოტოსურათი ზომით 3X4.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატის ნაცვლად ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს ნოტარიული წესით დამოწმებული მინდობილობა. 

იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირებულია ორ ან მეტ სამაგისტრო პროგრამაზე, ხელშეკრულება გაფორმდება მხოლოდ ერთ პროგრამაზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, დაკარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: ლიკა ნოზაძე - ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი
ტელ.: 2 22 00 09 (შიდა ნომერი 200)
ელფოსტა: lika.nozadze.3@iliauni.edu.ge

საკონტაქტო პირი: ლელა ბერიძე - ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე
ტელ.: 2 22 00 09 (შიდა ნომერი 206)
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge

 

 

ბანერები