მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროგრამის აღწერა

პროგრამის აღწერა

პროგრამის მიზანი:
განუვითაროს სტუდენტს ისტორიული წყაროების, არქეოლოგიური ძეგლების, ლიტერატურული ნაწარმოებების, სახვითი ხელოვნების ნიმუშების, თეატრალური დადგმების, კინოშედევრების, ენობრივი წარმონაქმნების - ტექსტებისა და დისკურსის ანალიზისა და კრიტიკული შეფასების, მათი კულტურულსა და ისტორიულ ჭრილში განხილვის, კომენტირებისა და ინტერპრეტაცია-თარგმნის უნარი.

არქეოლოგიაზე კონცენტრაციის შემთხვევაში, კურსდამთავრებულს აქვს:

  •  საველე არქეოლოგიური მეთოდების გამოყენებით, სხვადასხვა ტიპის არქეოლოგიური ძეგლის (მღვიმე, ღია სადგომი, სამაროვანი, ნამოსახლარი და სხვა) გათხრა-შესწავლის უნარი;
  • არქეოლოგიური ძეგლების ფიქსაციის (აზომვა, კოორდინატების აღება, ფოტოფიქსაცია, აღწერა და სხვ.) უნარი;
  •  არქეოლოგიური მასალის ლაბორატორიულად დამუშავების (არტეფაქტის/ეკოფაქტის აღწერა, პასპორტიზაცია, კატალოგიზაცია და სხვა) უნარი;
  •  არქეოლოგიურ ობიექტებზე მუშაობისას ინტერდისციპლინური კვლევის მეთოდების (გეოლოგიური, პალეონტოლოგიური, ანთროპოლოგიური, გეოსაინფორმაციო სისტემები და სხვა) გამოყენების უნარი;
  •  არქეოლოგიურ პროექტებში მონაწილეობის უნარი უსაფრთხოების პირობების ნორმების დაცვით.


დასაქმების შესაძლებლობები:

კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს:სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო სტრუქტურებში, სამუზეუმო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და სხვა სფეროებში, არქეოლოგიურ პროექტებში.

ბანერები