მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარული მეცნიერებები: არქეოლოგია

ჰუმანიტარული მეცნიერებები: არქეოლოგია

პროგრამის მიზანი:
განუვითაროს სტუდენტს ისტორიული წყაროების, არქეოლოგიური ძეგლების, ლიტერატურული ნაწარმოებების, სახვითი ხელოვნების ნიმუშების, თეატრალური დადგმების, კინოშედევრების, ენობრივი წარმონაქმნების - ტექსტებისა და დისკურსის ანალიზისა და კრიტიკული შეფასების, მათი კულტურულსა და ისტორიულ ჭრილში განხილვის, კომენტირებისა და ინტერპრეტაცია-თარგმნის უნარი.

არქეოლოგიაზე კონცენტრაციის შემთხვევაში, კურსდამთავრებულს აქვს:

  • საველე არქეოლოგიური მეთოდების გამოყენებით, სხვადასხვა ტიპის არქეოლოგიური ძეგლის (მღვიმე, ღია სადგომი, სამაროვანი, ნამოსახლარი და სხვა) გათხრა-შესწავლის უნარი;
  • არქეოლოგიური ძეგლების ფიქსაციის (აზომვა, კოორდინატების აღება, ფოტოფიქსაცია, აღწერა და სხვ.) უნარი;
  • არქეოლოგიური მასალის ლაბორატორიულად დამუშავების (არტეფაქტის/ეკოფაქტის აღწერა, პასპორტიზაცია, კატალოგიზაცია და სხვა) უნარი;
  •  არქეოლოგიურ ობიექტებზე მუშაობისას ინტერდისციპლინური კვლევის მეთოდების (გეოლოგიური, პალეონტოლოგიური, ანთროპოლოგიური, გეოსაინფორმაციო სისტემები და სხვა) გამოყენების უნარი;
  • არქეოლოგიურ პროექტებში მონაწილეობის უნარი უსაფრთხოების პირობების ნორმების დაცვით.

დასაქმების შესაძლებლობები:
კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს:სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო სტრუქტურებში, სამუზეუმო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და სხვა სფეროებში, არქეოლოგიურ პროექტებში.

კურიკულუმის აღწერა
სტუდენტმა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.

 მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 საუნივერსიტეტო საბაზო მოდული  60
 ძირითადი (major) პროგრამა  120
 მეორე (minor) პროგრამა ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები)     60


მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები