მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თეატრალური ხელოვნება: სამსახიობო ხელოვნება, დრამის რეჟისურა

თეატრალური ხელოვნება: სამსახიობო ხელოვნება, დრამის რეჟისურა

პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია, მისცეს სტუდენტს ფართო ცოდნა ზოგადად თეატრალური ხელოვნების შესახებ, ერთ-ერთი მიმართულების – სამსახიობო ხელოვნება ან დრამის რეჟისურა – არჩევის შემდეგ კი  – შედარებით ღრმა თეორიული და პრაქტიკული ცოდნა არჩეული მიმართულებით; შეასწავლოს სტუდენტს თეატრალური ხელოვნება ფართო ისტორიულ, სოციოლოგიურ, ესთეტიკურ და ანალიტიკურ კონტექსტში; მისცეს მას სოლიდური აკადემიური ბაზა: გააცნოს თეატრის თეორიული საფუძვლები, ძირითადი პრინციპები და პრაქტიკული უნარ-ჩვევები საშემსრულებლო და კრეატიულ ჭრილში; გააცნობიერებინოს სტუდენტს თეატრი, როგორც ინტერ- და მულტიდისციპლინური და მულტიკულტურული ხელოვნება; გააღვივოს სტუდენტის კრეატიულობა, განავითაროს მისი ანალიტიკური აზროვნება, და მისცეს მას მრავალმხრივი პრაქტიკული უნარები; გააცნოს სტუდენტს ტექნოლოგიის (ხმა, განათება, პროექცია და ა.შ.) მზარდი როლი თანამედროვე თეატრში; მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს თეატრი სტუდენტების ფართო წრისათვის, მათ შორის მათთვისაც, ვისაც ფორმალური თეატრალური განათლება არ აქვს.

სწავლების მეთოდოლოგია:
ზეპირი და წერითი სამუშაოები, პრაქტიკული სამუშაოები, დემონსტრირების მეთოდი, დისკუსია/დებატები, ჯგუფური სამუშაოები.

დასაქმების შესაძლებლობები:
სახელმწიფო და კერძო თეატრი, მუსიკალური თეატრი, მასმედია, კინო, ტელესერიალები, სარეკლამო ბიზნესი, შემოქმედებითი სტუდიები, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები (მეორე სპეციალობად განათლების მიმართულების პროგრამის არჩევის შემთხვევაში).

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები