მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თავისუფალი მეცნიერებები (Liberal arts)

თავისუფალი მეცნიერებები (Liberal arts)

პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია, მისცეს სტუდენტს ძალიან ფართო ცოდნა ზუსტი, საბუნებისმეტყველო, სოციალური, ჰუმანიტარული და განათლების მეცნიერებების შესახებ და მოამზადოს იგი სხვადასხვა კარიერისთვის. პროგრამის ფარგლებში სტუდენტი შეიძენს ისეთ ცოდნას, რომელიც მას შეაძლებინებს გახდეს მრავალმხრივ განვითარებული ადამიანი, საქართველოს და დემოკრატიული საზოგადოების შეგნებული მოქალაქე; ჰქონდეს განვითარებული კრიტიკული აზროვნება და შეეძლოს მისი გარემომცველი მოსაზრებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.
სტუდენტის მზაობა ამ პროგრამაში მონაწილეობისათვის იზომება კითხვების დასმის უნარით, დისკუსიაში მონაწილეობის სურვილით, კამათში თავისი და საპირისპირო მოსაზრების დასასაბუთებლად არგუმენტების და ფაქტების მოყვანით.  ამ პროგრამის ფარგლებში, მოტივირებული სტუდენტი სწავლობს საკუთარ თავში ახალი თეორიული და პრაქტიკული შესაძლებლობების აღმოჩენას, რაც მას ეხმარება, სრულად გამოამჟღავნოს საკუთარი პოტენციალი და მოემზადოს სხვადასხვა პროფესიებში სამუშაოდ. პროგრამის ბაკალავრიატის საბაზო მოდული მიმართულია ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის, ანალიზის, არგუმენტაციის, პრობლემების შეფასებისა და შემოქმედებითად გადაჭრის, გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარების განვითარებისკენ.

სწავლების მეთოდოლოგია:
ლექცია, დისკუსია ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაცია, გამოკითხვა, საშინაო დავალება, დამოუკიდებელი უშაობა, დისტანციური (ელექტრონული) სწავლება, ვიდეო-ჩვენება, როლური და სიტუაციური თამაშები, საველე პრაქტიკა.

დასაქმების შესაძლებლობები:
თავისუფალი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში გავლილი მრავალფეროვანი მომზადება საშუალებას აძლევს ბაკალავრს, იმუშაოს სრულებით განსხვავებულ სფეროებში. სახელდობრ, ბაკალავრები პროგრამის დამთავრების შემდეგ შეძლებენ დასაქმდნენ საჯარო, არასამთავრობო ანდა ბიზნესის სფეროებში. პროგრამა საუკეთესო მომზადებაა მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად ისეთ დარგებში, როგორიცაა ფილოსოფია, ლიტერატურა, რელიგია, ისტორია და პოლიტიკური მეცნიერებები.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები