მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოციალური მეცნიერებები

სოციალური მეცნიერებები: პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია, ფსიქოლოგია

საბაკალავრო პორგრამა: სოციალური მეცნიერებები: პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია, ფსიქოლოგია

პროგრამის მიზანი:

სოციალური მეცნიერებები ინტერდისციპლინური პროგრამაა. მისი მიზანია, მისცეს სტუდენტს ფართო ცოდნა სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა დარგის - პოლიტიკის მეცნიერებების, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის - და ამ დარგებს შორის ურთიერთმიმართების შესახებ; გააცნოს მას სოციალური მეცნიერებების განვითარების ისტორია, ძირითადი ცნებები, თეორიები, მიდგომები და კვლევის მეთოდები; განუვითაროს მას პოლიტიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური მოვლენებისა და პროცესების ანალიზის, ინტერპრეტაციისა და შეფასების უნარი; ერთ-ერთ დარგზე კონცენტრაციის შემთხვევაში კი მისცეს შედარებით ღრმა ცოდნა ამ დარგის შესახებ.

ამასთან, პროგრამას განეკუთვნება ბაკალავრიატის საბაზისო მოდული, რომელიც მიმართულია ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის, ანალიზის, არგუმენტაციის, პრობლემების შეფასებისა და შემოქმედებითად გადაჭრის, გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარების განვითარებისკენ.

კონცენტრაცია: პოლიტიკის მეცნიერებები

პროგრამა მიზნად ისახავს გააცნოს სტუდენტს  პოლიტიკის მეცნიერებების ძირითადი ცნებები, თეორიები,  მეთოდები და განუვითაროს მას პოლიტიკური მოვლენებისა და პროცესების ანალიზის, შესწავლის, ახსნის  და შეფასების უნარი.  ასევე, პროგრამა ორიენტირებულია, მისცეს სტუდენტს ცოდნა პოლიტიკის მეცნიერებების სხვა სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებთან ურთიერთმიმართების შესახებ და გამოუმუშაოს პოლიტიკური იდეების, ინსტიტუტების და პროცესების ინტერდისციპლინურ ჭრილში გააზრებისა და გაგების უნარი.

კონცენტრაცია: სოციოლოგია

კონცენტრაცია ორიენტირებულია გააცნოს სტუდენტებს სოციოლოგიის განვითარების ისტორია, ძირითადი ცნებები, თეორიები, მიდგომები და კვლევის მეთოდები; განუვითაროს მას სოციალური მოვლენებისა და პროცესების ანალიზის, ინტერპრეტაციისა და შეფასების უნარისოციოლოგიის დარგის პერსპექტივიდან.

კონცენტრაცია: ფსიქოლოგია

კონცენტრაციის  მიზანია გააცნოს სტუდენტს  ფსიქოლოგიის ძირითადი ცნებები, თეორიები და  მეთოდები; განუვითაროს მას კრიტიკული აზროვნების, ფსიქოლოგიური მოვლენებისა და პროცესების ანალიზის, შესწავლის, ახსნისა  და შეფასების უნარი. პროგრამა ასევე, ორიენტირებულია, სტუდენტს მისცეს  ცოდნა ფსიქოლოგიის სხვა მეცნიერებებთან (საბუნებისმეტყველო, სოციალური) მიმართების შესახებ.

სწავლების მეთოდოლოგია:

ლექცია, დისკუსია, ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაცია, გამოკითხვა, საშინაო დავალება, დამოუკიდებელი მუშაობა, დისტანციური (ელექტრონული) სწავლება.

დასაქმების შესაძლებლობები:

კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს:

  •     საჯარო დაწესებულებებში კვლევის და მონიტორინგის ჯგუფში
  •     არასამთავრობო სექტორში კვლევის და მონიტორინგის ჯგუფში
  •     საერთაშორისო  ორგანიზაციებში კვლევის და მონიტორინგის ჯგუფში
  •     კერძო სექტორში კვლევის, მონიტორინგის ან მარკეტინგის ჯგუფში
  •     მასმედიაში კვლევის და მონიტორინგის ჯგუფში

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები