მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა

პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია არა ხელოვნების რომელიმე ერთი დარგის, არამედ რამდენიმე მომიჯნავე და ურთიერთთავსებადი დარგის კომბინირებული სწავლება. ამასთან, საბაკალავრო პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა დარგობრივი კომპოზიციების ანალიტიკურ ასპექტს და შემოქმედებითი უნარების განვითარებას:

  • პროგრამის მიზანია, სტუდენტს გამოუმუშაოს იდეების, კონცეფციებისა და პროექტების შემუშავებისა და კონკრეტულ პროდუქტად ჩამოყალიბების შემოქმედებითი უნარი, აბსტრაქტული აზროვნება და ესთეტიკური გემოვნება;
  • პროგრამის მიზანია, სტუდენტმა შეძლოს, ერთიან კონტექსტში განიხილოს პროგრამით გათვალისწინებული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მომიჯნავე დარგები.

კონცენტრაცია: დაზგური ფერწერა და ენკაუსტიკა:

  • პროგრამის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს დაზგური ფერწერის კომპოზიციის მრავალფეროვან სახეობები; დაზგური ფერწერის ნებისმიერ ჟანრის საავტორო ნამუშევრის პრაქტიკულად შესრულება კომპოზიციური და ტექნოლოგიური კანონების დაცვით;
  • პროგრამის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს ენკაუსტიკის საღებავების გამოყენებით ექსკლუზიური ნამუშევრის შესრულება მასალის სპეციფიკის გათვალისწინებით.
  • პროგრამის მიზანია, სტუდენტს შეუქმნას წარმოდგენა დაზგური ფერწერისა და ენკაუსტიკის ისტორიულ, სოციალურ, გეოგრაფიულ, ეთიკურსა და კრიტიკულ ასპექტებზე.

კონცენტრაცია: კომპიუტერული დიზაინი და დაზგური გრაფიკა

  • პროგრამის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს კომპიუტერული დიზაინის შემდეგი პროგრამები - Corel Draw, Adobe Illustrator, Adobe Photoshop, Adobe Flash, Adobe Indesign, 3D MAX და ამ პროგრამებში მუშაობის ხერხები; კრიტიკული შეფასების, მათი კულტურულსა და ისტორიულ ჭრილში განხილვის, კომენტირებისა და ინტერპრეტაცია-თარგმნის უნარი.
  • პროგრამის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს დაზგური გრაფიკის მრავალფეროვანი სახეობების კომპოზიციური თავისებურებები; დააუფლოს ის მუშაობისთვის საჭირო იარაღებსა და მათი გამოყენების ტექნიკას; გააცნოს დაზგური და გამოყენებითი გრაფიკის ისტორიული, სოციალური, გეოგრაფიული, ეთიკური და 2 კრიტიკული ასპექტები.

კონცენტრაცია: მხატვრული ტექსტილი და ფეხსაცმლის დიზაინი

  • პროგრამის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს მხატვრული ტექსტილის დიზაინის ყველა სახეობა - ბატიკა, შიბორის ტექნიკა, თექის პანო, გობელენი, ხალიჩა და სხვა; გაარკვიოს კონკრეტული დარგისთვის დამახასიათებელ კომპოზიციურ თავისებურებებში, შესაბამისი მასალებით მუშაობის ტექნოლოგიასა და ტექნიკაში.
  • პროგრამის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს ფეხსაცმლის მოდელირებისა და კონსტრუირების კომპოზიციური და კონსტრუქციული თავისებურებები, ფეხსაცმლის ტიპები, ნუმერაციის სისტემა; ბუნებრივი, ხელოვნური და სინთეტური მასალით მუშაობის ტექნოლოგია; საჭირო იარაღებისა და დანადგარების გამოყენების ტექნიკას.
  • გააცნოს მხატვრული ტექსტილისა და ფეხსაცმლის დიზაინის ისტორიულ, სოციალურ, გეოგრაფიულ, ეთიკური და კრიტიკული ასპექტები.

კონცენტრაცია: ინტერიერისა და ექსტერიერის მონუმენტური მოხატვა, კერამიკა და მხატვრული მინის დიზაინი

  • პროგრამის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს მონუმენტური მოხატვის კომპოზიციურ თავისებურებები და ძირითადი კანონები, გააცნოს მას მონუმენტური მოხატვის ნამუშევრის შესრულებისთვის საჭირო მასალები, მათი გამოყენების ტექნოლოგიები და ტექნიკა.
  • პროგრამის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის სპეციფიკა, აგების პრინციპები და კანონები; მუშაობა სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამაში Archi CAD.
  • პროგრამის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს მონუმენტური კერამიკის ხელოვნების ტრადიციები და უახლესი ტექნოლოგიური მეთოდები, გააცნოს მას სპეციფიკური კომპოზიციური კანონები; დამახასიათებელი მასალები და იარაღები, ამ მასალებით მუშაობის ტექნოლოგია და ტექნიკა, ღუმელთან მუშაობის წესები.
  • პროგრამის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს მხატვრული მინის დიზაინის სახეობები და მათი კომპოზიციური სახეობები, შესრულებისთვის საჭირო მასალები, ტექნოლოგიური პროცესები და წარმოების რეჟიმი; გააცნოს მას მინის გამოსაწვავ ღუმელთან მუშაობის მეთოდები და უსაფრთხოების წესები.

კონცენტრაცია: ხატწერა, ხისა და ლითონის მხატვრული დამუშავება
პროგრამის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს ხატწერის სახეობები, ნებისმიერი ტიპის ხატის შესრულება კანონიკისა და ტექნოლოგიური წესების დაცვით.
პროგრამის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს ხის მხატვრული დამუშავების სხვადასხვა სახეობის ექსკლუზიური ნამუშევრის შესრულება მასალაში ტექნოლოგიური პროცესებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით; ექსკლუზიური ესკიზის შესრულება ლითონის მხატვრული დამუშავების სხვადასხვა სახეობისთვის და მათი განხორციელება მასალაში ტექნოლოგიური პროცესებისა და ღუმელთან მუშაობის წესების დაცვით;
პროგრამის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს სხვადასხვა ტიპის ნაგებობების აზომვა, პროექტირება და პროექტის განხორციელება კომპიუტერულ პროგრამაში Archi CAD.


კონცენტრაცია: საიუველირო ხელოვნება (ოქრომჭედლობა და მინანქარი)
პროგრამის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს საოქრომჭედლო ხელოვნების მრავალფეროვანი სახეობები, მათი დამზადების ტექნოლოგიურ პროცესები და ხერხები.
პროგრამის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს მინანქრის ხელოვნების მრავალფეროვანი სახეობები; საჭირო იარაღებით მუშაობა, მათი გამოყენების ტექნიკა და ღუმელთან მუშაობის ტექნოლოგიური და უსაფრთხოების წესები;
პროგრამის მიზანია, სტუდენტს შეასწავლოს მცირე პლასტიკური ფორმების შესრულების კომპოზიციური თავისებურებები, მუშაობისთვის საჭირო მასალები და ამ მასალებით მუშაობის ტექნოლოგიური და ტექნიკური საშუალებები.


სწავლების მეთოდოლოგია:
ლექცია, პრაქტიკუმი, ჯგუფური მუშაობა, ინდივიდუალური მუშაობა ცალკეულ სტუდენტთან, საშინაო დავალება, დამოუკიდებელი მუშაობა, პრეზენტაცია, დისკუსია

დასაქმების შესაძლებლობები:
კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს:
სხვადასხვა ტიპის დარგობრივი საწარმოები, სარეკლამო ბიზნესი, დიზაინერული კომპანიები, გამომცემლობები, მასმედია, ფეხსაცმლისა და ტექსტილის საწარმოები, სამოდელო სახლები და ატელიეები, სამშენებლო-სარემონტო კომპანიები, ქალაქის კეთილმოწყობის სამსახური, სამკერვალო სალონები, კერძო და სახელმწიფო საწარმოები, საიუველირო სალონები, საიუველირო ქარხანა, სამინანქრო სახელოსნოები, კერძო ბიზნესი

კურიკულუმის აღწერა
სტუდენტმა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.

 მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 საუნივერსიტეტო საბაზო მოდული  60
 ძირითადი (major) პროგრამა  120
 მეორე (minor) პროგრამა ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები)     60


მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები