მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საერთაშორისო ურთიერთობები - ევროპა და ახალო აღმოსავლეთი

საერთაშორიო ურთიერთობები: ევროპა და ახლო აღმოსავლეთი

პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია, მოამზადოს პროფესიონალი, რომელსაც აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი კონცეფციების, თეორიების და კვლევის მეთოდების ფართო ცოდნა, აცნობიერებს საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერულად შესწავლის მნიშვნელობას და დისციპლინის ურთიერთმიმართებასა და ურთიერთკავშირს ისეთ მომიჯნავე დარგებთან, როგორებიცაა: პოლიტიკის მეცნიერება, ისტორია, ეკონომიკა, საერთაშორისო სამართალი; შესწევს უნარი, შეისწავლოს და კრიტიკულად გაიაზროს თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალური საკითხები. ამასთან, პროგრამით გათვალისწინებული რეგიონული კონცენტრაციების მიზანია, მისცეს სტუდენტს ფართო ცოდნა ევროპაში / ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საერთაშორისო პროცესების შესახებ.

სწავლების მეთოდოლოგია:
  • წერითი და ვერბალური მეთოდი;
  • პრეზენტაცია;
  • დისკუსია/დებატები;
  • ჯგუფური მუშაობის მეთოდი;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • პრაქტიკული მუშაობის მეთოდი;
  • შემთხვევის ანალიზი (Case Study)
კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს:
  • საჯარო დაწესებულებები (სამინისტროები და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ინსტიტუტები)
  • შესაბამისი პროფილის ორგანიზაციები არასამთავრობო და კერძო სექტორში;
  • საერთაშორისო ორგანიზაციები;
  • მასმედია;
  • შესაბამისი პროფილის კვლევითი ორგანიზაციები.

კურიკულუმის აღწერა
სტუდენტმა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.

 მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 საუნივერსიტეტო საბაზო მოდული  60
 ძირითადი (major) პროგრამა  120
 მეორე (minor) პროგრამა ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები)     60


მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები