მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მუსიკა

მუსიკა - პროგრამის აღწერა

პროგრამის მიზანია, სტუდენტს მისცეს ფართო ცოდნა ზოგადად სამუსიკო ხელოვნების შესახებ, ხოლო რომელიმე ერთი მიმართულების არჩევის შემთხვევაში – ელექტროაკუსტიკური და კომპიუტერული მუსიკა; ეთნომუსიკოლოგია; კომპოზიცია; თანამედროვე პოპულარული მიმდინარეობები: ჯაზი, პოპი; საკლავიშო ხელოვნება; მუსიკა და დღევანდელობა – შედარებით ღრმა ცოდნა; შეასწავლოს მუსიკის ხელოვნება ფართო ისტორიულ, სოციოლოგიურ, ფილოსოფიურ, ესთეტიკურ და ანალიტიკურ კონტექსტში; მისცეს მას სოლიდური აკადემიური ბაზა: გააცნოს მუსიკის მიმართულებათა თეორიული საფუძვლები, ძირითადი პრინციპები და კვლევის მეთოდები; გააცნობიერებინოს სტუდენტს მუსიკა, როგორც ინტერ- და მულტიდისციპლინური, ინტერნაციონალური და მულტიკულტურული ხელოვნება; გააღვივოს სტუდენტის შემოქმედებითობა, განავითაროს მისი ანალიტიკური აზროვნება და მისცეს მას მრავალმხრივი პრაქტიკული უნარები; გააცნოს ტექნოლოგიის მზარდი როლი მუსიკის დარგებში; მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს მუსიკა სტუდენტების ფართო წრისათვის, მათ შორის მათთვისაც, ვისაც ფორმალური მუსიკალური განათლება არა აქვს.

სწავლების მეთოდოლოგია:

ვერბალური მეთოდი, პრაქტიკული სამუშაოები, ელექტრონული სწავლება, დემონსტრირების მეთოდი, დისკუსია, პრობლემაზე დაფუძვნებული სწავლება, შემთხვევის ანალიზი, ჯგუფური და დამოუკიდებელი სამუშაოები, შემოქმედებითი/საშემსრულებლო პროექტი.

დასაქმების შესაძლებლობები:

საკონცერტო ესტრადა, თეატრი და კინო, მასმედია, სარეკლამო ბიზნესი, გამომცემლობები, საშემსულებლო ანსამბლები, ხალხური და საეკლესიო გუნდები, შემოქმედებითი სტუდიები, კერზო ბიზნესი, სამუსიკო სკოლები, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები (მეორე სპეციალობად განათლების მიმართულების პროგრამის არჩევის შემთხვევაში).

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები