მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მულტიმედია სცენოგრაფია

მულტიმედიური სცენოგრაფია

პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია, სტუდენტს მისცეს ფართო ცოდნა მულტიმედიური სცენოგრაფიაში, ერთ-ერთ შერჩეულ სფეროში - ვირტუალური სცენოგრაფია ან ვირტუალური კინეტიკური სცენოგრაფია - კი შედარებით ღრმა თეორიული და პრაქტიკული ცოდნა; შეასწავლოს მას მულტიმედიური სცენოგრაფიის ხელოვნება ფართო ისტორიულ, ესთეტიკურ და ანალიტიკურ კონტექსტში; გააცნოს ამ დარგის თეორიული საფუძვლები, ძირითადი პრინციპები და კვლევის მეთოდები; გააცნობიერებინოს სტუდენტს მულტიმედიური სცენოგრაფია, როგორც ინტერ- და მულტიდისციპლინური, ინტერნაციონალური და მულტიკულტურული ხელოვნება, რომელიც ერთდროულად შედგება ხელოვნებისა (ვიზუალური, თეატრალური, კინო-ტელე) და ტექნოლოგიებისაგან (კომპიუტერული, კინეტიკური, ლაზერული); გააღვივოს სტუდენტის შემოქმედებითობა, განავითაროს მისი ანალიტიკური აზროვნება, და მისცეს მას მრავალმხრივი პრაქტიკული უნარები.

სწავლების მეთოდოლოგია:
ზეპირი და წერითი სამუშაოები, პრაქტიკული სამუშაოები, დისკუსია, დემონსტრირების მეთოდი

დასაქმების შესაძლებლობები:
თეატრი , კინო, ტელევიზია, შოუ, პერფორმანსი, კომპიუტერული თამაშები, სარეკლამო ბიზნესი, ციფრული მედია

ბანერები