მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროგრამის აღწერა

ჰუმანიტარული მეცნიერებები: არქეოლოგია

პროგრამის მიზანი:

  • შეასწავლოს სტუდენტს არქეოლოგიის მეცნიერების ჩამოყალიბების ისტორია და საფუძვლები; 
  • შეასწავლოს სტუდენტს მსოფლიოს და საქართველოს ისტორიის ყველა პერიოდში (ქვის ხანა, ბრინჯაოს ხანა, რკინის ხანა, კლასიკური ხანა და შუა საუკუნეები) გავრცელებული კულტურებისა და ცივილიზაციების არქეოლოგია; 
  • მისცეს მას ფართო ცოდნა არქეოლოგიური კვლევა-ძიების (საველე,კამერალური,GIS) ზოგადი პრინციპების შესახებ; 
  • შეასწავლოს სტუდენტს არქეოლოგიის, როგორც მეცნიერების განვითარების პერსპექტივები. 

სწავლების მეთოდოლოგია:

ვერბალური მეთოდი; პრაქტიკული მეთოდი; ელექტრონული სწავლების ელემენტები; დემონსტრირების მეთოდი; დისკუსია/დებატები; გონებრივი იერიში; ჯგუფური მუშაობა ; საველე გასვლები

დასაქმების სფეროები:

  • კულტურულის სფეროს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები;
  • კერძო და სახელმწიფო მუზეუმები და გალერეები;
  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო;
  •  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო;
  •  შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციები;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ორიგანიზაციების მიერ განხორციელებული არქეოლოგიური პროექტები.

კურიკულუმის აღწერა
სტუდენტმა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.

 მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 საუნივერსიტეტო საბაზო მოდული  60
 ძირითადი (major) პროგრამა  120
 მეორე (minor) პროგრამა ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები)     60


მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები