ჰუმანიტარული მეცნიერებები: არქეოლოგია
პროგრამის მიზანი:
- შეასწავლოს სტუდენტს არქეოლოგიის მეცნიერების ჩამოყალიბების ისტორია და საფუძვლები;
- შეასწავლოს სტუდენტს მსოფლიოს და საქართველოს ისტორიის ყველა პერიოდში (ქვის ხანა, ბრინჯაოს ხანა, რკინის ხანა, კლასიკური ხანა და შუა საუკუნეები) გავრცელებული კულტურებისა და ცივილიზაციების არქეოლოგია;
- მისცეს მას ფართო ცოდნა არქეოლოგიური კვლევა-ძიების (საველე,კამერალური,GIS) ზოგადი პრინციპების შესახებ;
- შეასწავლოს სტუდენტს არქეოლოგიის, როგორც მეცნიერების განვითარების პერსპექტივები.
სწავლების მეთოდოლოგია:
ვერბალური მეთოდი; პრაქტიკული მეთოდი; ელექტრონული სწავლების ელემენტები; დემონსტრირების მეთოდი; დისკუსია/დებატები; გონებრივი იერიში; ჯგუფური მუშაობა ; საველე გასვლები
დასაქმების სფეროები:
- კულტურულის სფეროს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები;
- კერძო და სახელმწიფო მუზეუმები და გალერეები;
- კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო;
- კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო;
- შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციები;
- ადგილობრივი და საერთაშორისო ორიგანიზაციების მიერ განხორციელებული არქეოლოგიური პროექტები.
კურიკულუმის აღწერა
სტუდენტმა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.
მოდულის სახელწოდება | ECTS კრედიტი |
საუნივერსიტეტო საბაზო მოდული | 60 |
ძირითადი (major) პროგრამა | 120 |
მეორე (minor) პროგრამა ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები) | 60 |