მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დიმიტრი სილაქაძე

დიმიტრი სილაქაძე

დიმიტრი სილაქაძე

მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი, ისტორიის მიმართულება, მოწვეული ლექტორი

ბიოგრაფია

დიმიტრი სილაქაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი, ამჟამად ასრულებს დისერტაციას თემაზე: „საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება და ორგანიზაცია“. იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და ამავე დროს საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების თანამშრომელია.

მის კვლევით ინტერესს წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ისტორია, ასევე საქართველო და ქართველები რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის სამხედრო სისტემაში. დიმიტრი სილაქაძემ 2014 წელს მოიპოვა თავდაცვის სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გრანტი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, საქართველოსა და მსოფლიოს სამხედრო ისტორია

წიგნები

ავტორ-შემდგენელთა ჯგუფის წევრი (44 სტატია). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921). ენციკლოპედია-ლექსიკონი. თბილისი, 2018

თანაავტორ-შემდგენელი. ნოე რამიშვილი. ალბომი. თბილისი, 2018

ავტორ-შემდგენელთა ჯგუფის წევრი. ნოე ჟორდანია. ალბომი. თბილისი, 2018

ავტორი. საქართველოს პირველი რესპუბლიკის არმიისა და სახალხო გვარდიის შეიარაღება. თბილისი, 2017

წინასიტყვაობა და კომენტარები. გივი ღამბაშიძე. ომის დღეები. თბილისი, 2017

ავტორ-შემდეგენელთა ჯგუფის წევრი. ალბომი „საქართველოს პირველი რესპუბლიკა. საქართველოს ეროვნული არქივის მასალები“. თბილისი, 2015

წინასიტყვაობა და კომენტარები. იოსებ მამაცაშვილი. მოგონებები /1921 წლის       თებერვალი-ივლისი/. თბილისი, 2014

ავტორ-შემდგენელთა ჯგუფის წევრი. დამოუკიდებლობის 1028 დღე. საქართველოს პირველი რესპუბლიკის ყოველდღიური მატიანე. თბილისი, 2013

წინასიტყვაობა და კომენტარები. ნიკოლოზ (კოლია) ჭუმბურიძე. საბჭოთა      საქართველოს ცხოვრებიდან /ბოლშევიკების ექვსი თვის ბატონობის სურათი/. თბილისი, 2013

პუბლიკაციების ვრცელი სია

Points of Convergence of Georgian and Polish Military Histories in 1918-1921. According to Previously Unknown Documents Kepn un the National Archives of Georgia. Polish-Georgian Historians Commission Collected Works. Vol. 1 Warsaw 2019. Pp 109-115

ქართველი და სომეხი მამაკაცის საშუალო სიმაღლე XX საუკუნის დასაწყისში ჟანდარმერიის ბარათების მიხედვით. საქართველოს ეროვნული არქივი. 2018 წლის საერთაშორისო კონფერენციის მასალები. თბილისი, 2019, გვ.140-153

საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ფორმირების შემაფერხებელი ფაქტორები. სამეცნიერო კრებული „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება ასი წლის შემდეგ – მოდელი ევროპისათვის?“ თბილისი, 2018, გვ. 222-235

გენერალ გიორგი კვინიტაძის კარიერის უცნობი დეტალები რუსულ არმიაში სამსახურის პერიოდში (1892-1917). საქართველოს ეროვნული არქივი. 2017 წლის საერთაშორისო კონფერენციის მასალები. თბილისი, 2018, გვ. 357-365

 საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ავიაცია. საქართველოს ეროვნული არქივი. საერთაშორისო კონფერენციის მასალები. თბილისი, 2016, გვ.108-123

თვითმკვლელობა მუნდირის ღირსებისათვის - გვარდიის საგანგებო ქვეითი ბატალიონის მეთაურის სიმონ ხუხუნაიშვილის თვითმკვლელობის ისტორია. ახალგაზრდა ისტორიკოსთა შრომები ტ.3. თბილისი, 2016, გვ. 88-95

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და დისკუსია სახალხო გვარდიის შექმნის თაობაზე 1918 წლის ზაფხულში.საისტორიო ძიებანი. ტ.12. თბილისი, 2015, გვ. 205-216

Материальное положение Грузинской армии перед войной С большевисткой Россией 1921 г Nowy Prometeusz Vol 7. Warshava. 2015 стр. 149-161

К вопросу о численности вооруженных сил Грузии перед началом войни с Советской Россией в 1921г. Кавказский Сборник. Том №8 (40). Москва 2014. Стр.229-242

მნიშვნელოვანი დოკუმენტი 1920 წლის მაისში ზაქათალის ოლქში არსებული სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ. ახალგაზრდა ისტორიკოსთა შრომები ტ.2. თბილისი, 2013, გვ. 52-60

უცნობი ფურცელი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის სამხედრო მოღვაწეობიდან. საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. შრომები ტ.5. თბილისი, 2012, გვ.293-306

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურისა და რიცხოვნობის საკითხისათვის. საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. შრომები ტ.3. თბილისი, 2011 გვ.334-348

დეზერტირობის პრობლემა საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921წწ.) რეგულარულ არმიაში. საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. შრომები ტ.2. თბილისი, 2011, გვ. 385-394

ოსიაურის ბრძოლა (რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომი). საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. შრომები ტ.1. თბილისი, 2011, გვ. 239-256

მიმდინარე სალექციო კურსები

– სამხედრო საქმის განვითარება საქართველოში გვიანფეოდალური ხანიდან საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდის ჩათვლით.

საარქივო პრაქტიკა

ვიდეოლექციები

https://www.youtube.com/watch?v=XUAAHtn4cow&t=1790s

https://www.youtube.com/watch?v=O0ePhBQYrmg

https://www.youtube.com/watch?v=HvMsdsu482Y


 

საკონტაქტო ინფორმაცია

dimitrisilaqadze@gmail.com

598 509 745

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E208 ოთახი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5

ბანერები