მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სახელოვნებო თეორიის და პრაქტიკის კვლევები

სახელოვნებო თეორიის და პრაქტიკის კვლევები (კინომცოდნეობა)

მისაღები ადგილების რაოდენობა: 10  ვაკანტური ადგილი

პროგრამის მიზანი:

სამაგისტრო პროგრამის მიზანია, ხელოვნების ისტორიის, თეორიისა და პრაქტიკის სისტემატიზებული და ღრმა ცოდნის საფუძვლზე აღზარდოს სახელოვნებო მეცნიერებისა და პრაქტიკის მკვლევართა და პრაქტიკოსთა (შემოქმედთა) ახალი თაობა. ეს თაობა შეძლებს სახელოვნებო თეორიისა და პრაქტიკის პრობლემათა შესწავლას, ასევე ამ სფეროში პრაქტიკულ საქმიანობას. პროგრამის მიზანია, განუვითაროს სტუდენტებს კრეატიული აზროვნების, თანამედროვე მეცნიერული მეთოდოლოგიისა და სახელოვნებო პრაქტიკის ინტერდისციპლინური მიდგომების გამოყენების უნარი. ამავე დროს პროგრამა ხელს შეუწყობს ხელოვნების შესწავლასა და კვლევაში უახლესი თეორიული და გამოყენებითი მიდგომების დამკვიდრებას, ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო თანამშრომლობაში ჩართვას, საქართველოში სახელოვნებო პრაქტიკის დონის ამაღლებასა და ახალი ნიმუშების შექმნას.

სწავლების მეთოდები:

ლექცია, ვიდეოლექცია, სემინარი, პრაქტიკული სამუშაო, ჯგუფური და ინდივიდუალური პროექტები, პრეზენტაცია, დისკუსია, პრაქტიკული სავარჯიშო.

დასაქმების სფეროები:

კურსდამთავრებული მაგისტრანტი შეიძლება დასაქმდეს:

სახელოვნებო ორგანიზაციებში, ადგილობრივ და საერთაშორისო კულტურის ორგანიზაციებში, კინოკომპანიებში, რედაქციებში და ტელევიზიებში, რადიოში /ბეჭდვით და ციფრულ მედიაში, კულტურის სამინისტროსა და რეგიონალურ ან მუნიციპალურ კულტურის სამსახურებში. საერთაშორისო და ადგილობრივი შემოქმედებითი პროექტების, კო-პროდუქციების, როგორც მონაწილე ასევე ინიციატორი. გააგრძელოს სწავლა სადოქტორო საფეხურზე.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
ნათია ბურჯანაძე
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი
2 22 00 09 (204)
:natia.burjanadze@iliauni.edu.ge
 ჭავჭავძის 32 ოთახი A 201


მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები