მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განათლების ადმინისტრირება

განათლების ადმინისტრირება

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი: A
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი
გასაუბრება/პორტფოლიო - სკოლის/ზოგადი განათლების ადმინისტრირება 
გასაუბრება/პორტფოლიო - უმაღლესი განათლების ადმინისტრირება
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: განათლების ადმინისტრირების მაგისტრი

მოკლე აღწერა:

პროგრამა მოიცავს ორ მიმართულებას: სკოლის ადმინისტრირებას, სადაც სწავლების ენაა ქართული, და უმაღლესი განათლების ადმინისტრირებას, სადაც სწავლება მიმდინარეობს ქართულ და ინგლისურ ენებზე. პროგრამის ძირითადი ნაწილი შექმნილია კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორების მიერ, ხოლო უმაღლესი განათლების მოდული, ევროპის უნივერსიტეტების პროფესორების ჩართულობით - Tempus-ის პროექტის ფარგლებში.

პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია ზოგადი და უმაღლესი განათლების ადმინისტრატორების მომზადება, რომლებიც შეძლებენ მონაწილეობას:

  1. სასკოლო და უმაღლესი განათლების სისტემის მართვაში;
  2. საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვასთან დაკავშირებული პოლიტიკის ეფექტურობის უზრუნველყოფაში.

დასაქმების სფეროები:

კურსდამთავრებულს შეეძლება:

  • გააგრძელოს სწავლა და კვლევითი მუშაობა დოქტორანტურაში;
  • იმუშაოს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ინსტიტუტის მენეჯერულ პოზიციაზე;
  • იმუშაოს საჯარო და კერძო სკოლებსა თუ უმაღლეს სასწავლებლებში;
  • იმუშაოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და მასზე დაქვემდებარებულ სააგენტოებში;
  • იმუშაოს განათლების საკითხებით დაინტერესებულ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მიხეილ გიორგაძე
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეცლიატი
☏ 2 22 00 09 (205)
  ჭავჭავძის 32, ოთახი A201
✉:mikheil.giorgadze.1@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები