მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფილოსოფია

ფილოსოფია

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი: A
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: სამოტივაციო წერილი, ზეპირი გამოცდა (ფილოსოფიაში ბაზისური ცოდნის გამოსავლენად)
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფილოსოფიის მაგისტრი

მოკლე აღწერა:

პროგრამის მიზანია, აღზარდოს მკვლევართა ახალი თაობა, რომელსაც სიღრმისეულად ექნება გაცნობიერებული ფილოსოფიური პრობლემების ისტორია და ფილოსოფიური აზრის განვითარება. სტუდენტი საფუძვლიანად შეისწავლის თანამედროვე ინტელექტუალური სამყაროსათვის აქტუალურ ფილოსოფიურ თეორიებს, მიდგომებსა და პრინციპებს; გამოიმუშავებს პრობლემების იდენტიფიცირების კომპლექსურ ხედვას, არგუმენტაციის, პრობლემების შეფასებისა და შემოქმედებითად გადაჭრის უნარს; ჩამოყალიბდება ფართო ინტელექტუალური დიაპაზონის მქონე ანალიტიკოსად, რომელიც კომპეტენტური იქნება თანამედროვეობისთვის ისეთ აქტუალურ საკითხებში, როგორებიცაა: ადამიანის უფლებების მორალურ-თეორიული წანამძღვრები, ტექნიკის ფილოსოფია, მეცნიერების ფილოსოფია, კოგნიტური ანთროპოლოგია, გენდერი და კულტურა და სხვა.

კურსდამთავრებულს შეეძლება:

  • გააგრძელოს სწავლა და კვლევითი მუშაობა დოქტორანტურაში;
  • იმუშაოს საჯარო სექტორში;
  • იმუშაოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში;
  • იმუშაოს გამომცემლობებში;
  • იმუშაოს არასამთავრობო ორგანიზაციებში;
  • იმუშაოს კვლევით ცენტრებსა და აკადემიურ ინსტიტუციებში.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ხვიჩა ბერიძე
ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
☏ (+995 32) 222 00 09 (208); 591 99 29 72
✉: khvicha.beridze@iliauni.edu.ge
➳ ილია ჭავჭავაძის გამზ. #32, ოთახი A202

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები