მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

არქეოლოგია

არქეოლოგია

პროგრამის მიზანი:

არქეოლოგიის სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს სტუდენტი თანამედროვე არქეოლოგიის თავისებურებების და სპეციფიკის მცოდნე კვალიფიციურ სპეციალისტად, რომელსაც ეცოდინება თანამედროვე არქეოლოგიის განვითარების დინამიკა, დაინახავს და შეაფასებს კავკასიის რეგიონის არქეოლოგიური კვლევის აქტუალურობას საქართველოს სახელმწიფო გეოპოლიტიკურ და სტრატეგიულ ინტერესებთან მიმართებაში.
არქეოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ძირითადი მიზნებია მისცეს სტუდენტს ღრმა, სისტემური ცოდნა:

  • საქართველოს არქეოლოგიის (საქართველოს არქეოლოგია განიხილება უძველესი დროიდან შუა საუკუნეების ჩათვლით), მსოფლიოს არქეოლოგიისა და არქეოლოგიური კვლევა-ძიების თანამედროვე მეთოდოლოგიისა და აქტუალური პროცესების კუთხით.
  • საქართველოს არქეოლოგიის ცალკეული პერიოდების დინამიკისა და მისი მომიჯნავე დარგების (საბუნებისმეტყველო მეცნიერებები) ურთიერთკავშირის შესახებ მულტიდისციპლინური კვლევების წარმოებისას.
  • საქართველოსა და მთლიანად, კავკასიის რეგიონში ეფექტური საველე-არქეოლოგიური სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელების კუთხით.

სწავლების მეთოდები:

  • ვერბალური და წერითი მეთოდი;
  • პრაქტიკული მეთოდი;
  •  ელექტრონული სწავლების მეთოდი;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  •  ლაბორატორიული მეთოდი;
  • დისკუსია/დებატები;
  • ინდივიდუალური და ჯგუფური პროექტები;
  • შემთხვევის ანალიზი.
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება.

დასაქმების სფეროები:

  • კერძო გალერეებში;
  • სახელმწიფო მუზეუმებში; 
  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში;
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტოში;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ არქეოლოგიურ პროექტებში.


საკონტაქტო ინფორმაცია:
ნათია ბურჯანაძე
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი
2 22 00 09 (204):natia.burjanadze@iliauni.edu.ge
 ჭავჭავაძის 32, ოთახი A 201

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები