მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ადიქციის კვლევები

ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამა

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ადიქციის კვლევების (ადიქტოლოგიის) მაგისტრი

ერთიანი სამაგისტრო გამოცდის ტიპი: A ტიპის ტესტი

მისაღები ადგილების რაოდენობა: 10 ვაკანტური ადგილი

საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: ზეპირი გამოცდა და განაცხადის ფორმა.

სწავლის საფასური: სწავლის წლიური საფასური პროგრამაზე შეადგენს 2250 ლარს.

 მოკლე აღწერა:

ადიქტოლოგია - მეცნიერება ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებაზე (ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე , თამბაქოზე,  საკვებზე, ინტერნეტზე, აზარტულ თამაშებზე და სხვა) - მსოფლიოში და საქართველოშიც მზარდი გარკვეულწილად ახალი და აქტუალური დარგია. ადიქციის კვლევების/ადიქტოლოგიის სამაგისტრო პროგრამა შემუშავდა ჩეხეთსა და ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი სპეციალისტების  მონაწილეობით და ხორციელდება პრაღის (ჩეხეთის) ჩაელზის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საფუძველზე.

მიზანი:

პროგრამის მიზანია, მოამზადოს თანამედროვე  ცოდნით აღჭურვილი პროფესიონალები, რომლებიც  შეძლებენ, უპასუხონ ქვეყანაში ნარკოტიკების მომხმარებასთან და სხვა დამოკიდებულებებთან  დაკავშირებულ გამოწვევებს და იმუშაონ შემდეგ საკითხებზე:  ადიქციის დარგში კვლევების დაგეგმვა და განხორციელება, ნარკოვითარების  მონიტორინგი, ნარკოპოლიტიკისა და ნარკოსრატეგიის განსაზღვრა, ადიქტოლოგიური სერვისის (პრევენცია, მკურნალობა, რეაბილიტაცია, ზიანის შემცირება) დაგეგმარება და მართვა.

დასაქმების სფეროები:

პროგრამის კურსდამთავრებულს შეეძლება იმუშაოს:

  • საჯარო, აკადემიური და არასამთავრო სექტორის დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების, ნარკოვითარების მონიტორინგის, ნარკოპოლიტიკის/სტრატეგიისა და კოორდინაციის,ნარკოლოგიური მკურნალობის/რეაბილიტაციისა და ზიანის შემცირების დარგებში;

  • განათლების, თავდაცვის, სასჯელაღსრულების სისტემების პრევენციული, სამკურნალო და სარეაბილიტაციო სამსახურებში;

  • სამართალდამცავი სისტემის ანალიტიკურ სამსახურებში;

  • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სოციალური ზრუნვისა და დაცვის სამსახურებში.

პროგრამა უზრუნველყოფს მაგისტრანტების მონაწილეობას ადიქციის  კვლევით ქართულ -ევროპულ და ქართულ-ამერიკულ პროექტებში.

 ინფორმაციის განახლების თარიღი:  22 ივლისი, 2018


საკონტაქტო ინფორმაცია

ზვიად ზალიკიანი
➳ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი
☏ (+995 32) 222 00 09 (207)
➳ ჭავჭავძის 32, ოთახი A202
zviad.zalikiani.1@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები