მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2016 წლის ანგარიში

2016 წლის ანგარიში

  •  ცენტრის სამეცნიერო გამოცემა ჟურნალი ”სემიოტიკა” (XVI ნომერი - 2016)

2006 წლიდან დღემდე გამოცემულია სამეცნიერო ჟურნალის 16 ნომერი.

2016 წელს სამეცნიერო ჟურნალი „სემიოტიკა“ გამოიცა ორ ტომად და მასში თავმოყრილია ქართველი და უცხოელი მკვლევრების 100-მდე სტატია (დანართი 1,2).

  • სემიოტიკის მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2010 წლიდან სემიოტიკის კვლევითი ცენტრი ყოველწლიურად ორგანიზებას უწევს სემიოტიკის სამეცნიერო კონფერენციას.

2016 წლის 21 -23 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სემიოტიკის მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ქაოსისა და კოსმოსის სემიოტიკა“.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები და მკვლევრები, სულ 130-ზე მეტი მომხსენებელი.

კონფერენცია დააფინანსა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.

კონფერენციის მასალები დაიბეჭდა სამეცნიერო ჟურნალ „სემიოტიკის“ მე-16 ნომერში, რომელიც წელს გამოვიდა ორ ტომად და მასში შევიდა 100-მდე სამეცნიერო სტატია.

  •  წიგნები

2016 წელს სემიოტიკის კვლევითმა ცენტრმა დასაბეჭდად მოამზადა (იბეჭდება) პროფ. ცირა ბარბაქაძის ორი წიგნი: „სიყვარულის მეტაფორები“ და „მულტისემიოტიკური პრეზენტაციის უნარები“.

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები