მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

რატომ ილიაუნის განათლების სკოლა

რატომ ილიაუნის განათლების სკოლა

რატომ უნდა აირჩიოთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების პროგრამები

ჩვენ გთავაზობთ მასწავლებლის მომზადების თანამედროვე პროგრამებს, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია სახელმწიფო მოთხოვნებთან მასწავლებლის მიმართ და რომელთა მიზანია ფართო ერუდიციის, მაღალი ღირებულებებისა და შემოქმედებითი შესაძლებლობების მასწავლებლების მომზადება.

ჩვენ გასწავლით პროფესიული ცოდნის ათვისების ყველაზე თანამედროვე და ეფექტურ სტრატეგიებს; გასწავლით, როგორ აქციოთ თქვენი ცოდნა თქვენს სიმდიდრედ და, რაც მთავარია, როგორ გამოიყენოთ/გაუზიაროთ მიღებული ცოდნა მომავალ თაობებს ისე, რომ ის კი არ შემცირდეს, არამედ პირიქით - კიდევ უფრო გაიზარდოს.

ჩვენ გაგაცნობთ თანამედროვე მსოფლიოში აპრობირებულ პედაგოგიურ მიდგომებსა და სიახლეებს; საშუალებას მოგცემთ, ჩაერთოთ ერთობლივ საერთაშორისო პროგრამებში და მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში გაიაროთ სასწავლო სემესტრი თუ პრაქტიკა; ჩვენ გიჩვენებთ გზას, როგორ გახდეთ წარმატებული მასწავლებელი.

ბანერები