მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საზოგადოებრივი მომსახურება

საზოგადოებრივი მომსახურება


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლისთვის მნიშვნელოვანია, აქტიურად ჩაერთოს განათლების სფეროში მიმდინარე კვლევებში. მისთვის პრიორიტეტულია, პირდაპირი გზით მიიღოს მონაწილეობა კონკრეტული ინდივიდებისა და ინსტიტუციებისთვის განათლების ხარისხის, განათლების ხელმისაწვდომობისა და განათლების ფორმების მრავალფეროვნების გაზრდაში.

ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები მონაწილეობას მიიღებენ სკოლების, სკოლამდელი დაწესებულებების, უმაღლესი სასწავლებლებისა თუ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წევრებთან ერთად საგანმანათლებლო პრობლემების გამოვლენასა და მოგვარებაში. განათლების სკოლა დაეხმარება სასწავლო დაწესებულებებს ადმინისტრირებისა თუ განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში, მოსწავლეებს - საკუთარი საგანმანათლებლო მიღწევების დახვეწაში, მასწავლებლებს - პროფესიული უნარების დახვეწაში, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში, კონკრეტული პედაგოგიური ამოცანების გადაჭრაში და სხვ.

საზოგადოებრივად სასარგებლო სამსახურის გაწევის მოთხოვნები იქნება ინტეგრირებული როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის კურიკულუმში, ისე პროფესორების სამუშაო ვალდებულებების აღწერილობაში. საზოგადოებასთან მჭიდრო პარტნიორობა განათლების სკოლას დაეხმარება, თავის თავზე აიღოს ლიდერის ფუნქცია განათლების სფეროში, კურსდამთავრებულებში საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ღირებულებების დამკვიდრებაში, ასევე - სწავლებისა და კვლევის აქტუალური საკითხების უკეთ ორგანიზებაში.

 

ბანერები